ჯანმრთელობა და წყალი

რატომ არის წყლის ხარისხი მნიშვნელოვანი?

წყლის ხარისხს მხოლოდ მისი ვიზუალური გამჭვირვალობა არ განსაზღვრავს. მუნიციპალური, ჭაბურღილის თუ ბუნებრივი წყაროს წყლის შემადგენლობა განსხვავებულია და შეიძლება შეიცავდეს ქლორს, მექანიკურ და ორგანულ მინარევებს, მძიმე მეტალებსა და სხვა არასასურველ კომპონენტებს. რადგან წყალს ყოველდღიურად ვიღებთ, მისი ხარისხი მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობისთვის. სწორად შერჩეული ფილტრაციის სისტემა კონკრეტულ პრობლემებზეა მორგებული და ამცირებს არასასურველი კომპონენტების ზემოქმედებას.

წყლის ხარისხის შეფასება

ფილტრაციის შერჩევა იწყება წყლის ანალიზით

არ არსებობს ერთი წყლის ფილტრი, რომელიც ყველა შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია. სწორი სისტემის შესარჩევად მნიშვნელოვანია განისაზღვროს წყლის წყარო, მისი შემადგენლობა, მოხმარების მოცულობა და გამოყენების მიზნობრიობა.

4 ძირითადი საკითხი

  • წყლის წყარო

    მუნიციპალური, ჭაბურღილის თუ ბუნებრივი წყაროს წყალი - თითოეული განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს

  • წყლის პრობლემა

    ქლორი, კირქვა, ქვიშა, ჟანგი, მაღალი მინერალიზაცია თუ მიკრობიოლოგიური დაბინძურება

  • გამოყენების მიზანი

    მხოლოდ სასმელად და საკვების მოსამზადებლად, თუ მთელ სახლში - საშხაპისთვის, ტექნიკისა და სანტექნიკის დასაცავად

  • საჭირო წარმადობა

    სისტემის წარმადობა უნდა შეესაბამებოდეს წყლის მოხმარებასა და ერთდროულად გამოყენებული წერტილების რაოდენობას

გამოყენების მიხედვით

სასმელი წყლისთვის

სასმელი წყლისთვის

სამზარეულოში დასამონტაჟებელი სისტემები სუფთა და ხარისმიანი წყლისთვის ყოველდღიურად.

მთელი სახლისთვის

მთელი სახლისთვის

ცენტრალურ მილზე დამონტაჟებული სისტემები წყლის დასამუშავებლად მთელ სახლში.

ფილტრაციის ტექნოლოგიები

  • მექანიკური ფილტრაცია

    ამცირებს წყალში არსებულ ქვიშას, ჟანგს, ნალექსა და სხვა მყარ ნაწილაკებს.

    მეტის ნახვა
  • გააქტიურებული ნახშირი

    ამცირებს ქლორს, არასასიამოვნო გემოსა და სუნს, ასევე ორგანულ მინარევებს.

    მეტის ნახვა
  • ულტრაფილტრაცია (UF)

    ამცირებს წვრილ ნაწილაკებს, კოლოიდურ მინარევებსა და გარკვეულ მიკროორგანიზმებს, უზრუნველყოფს წყლის ღრმა მემბრანულ ფილტრაციას.

    მეტის ნახვა
  • უკუოსმოსი (RO)

    ამცირებს წყალში გახსნილ მარილებს, საერთო მინერალიზაციას, მძიმე მეტალებსა და სხვა გახსნილ კომპონენტებს.

    მეტის ნახვა
  • წყლის დარბილება

    ამცირებს წყლის სიხისტეს და კირქვის წარმოქმნას კალციუმისა და მაგნიუმის იონების შემცირების გზით.

    მეტის ნახვა
  • UV დამუშავება

    გამოიყენება წყლის მიკრობიოლოგიური დამუშავებისთვის და ამცირებს ბაქტერიებით, ვირუსებითა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ რისკებს.

    მეტის ნახვა

ხშირად დასმული კითხვები (faq)

როგორ გავიგო, რომელი წყლის ფილტრი მჭირდება?

სისტემის შერჩევა დამოკიდებულია წყლის წყაროზე, მის შემადგენლობაზე, გამოყენების მიზანსა და საჭირო წარმადობაზე. რთული ან უცნობი წყლის შემთხვევაში სასურველია წყლის ანალიზის საფუძველზე შერჩევა.

მჭირდება ფილტრაცია, თუ წყალი ვიზუალურად სუფთაა?

წყლის გამჭვირვალობა მის სრულ შემადგენლობას არ განსაზღვრავს. წყალში შეიძლება არსებობდეს ქლორი, გახსნილი მინერალები, სიხისტე ან სხვა კომპონენტები, რომლებიც ვიზუალურად არ ჩანს.

რა განსხვავებაა UF-სა და უკუოსმოსს (RO) შორის?

ულტრაფილტრაცია ამცირებს წვრილ ნაწილაკებს, კოლოიდურ მინარევებსა და გარკვეულ მიკროორგანიზმებს. უკუოსმოსი უფრო ღრმა მემბრანული ტექნოლოგიაა და ამცირებს წყალში გახსნილ მარილებს, მინერალიზაციასა და სხვა გახსნილ კომპონენტებს.

წყლის დამარბილებელი იგივეა, რაც წყლის ფილტრი?

არა. დამარბილებელი ძირითადად წყლის სიხისტეს ამცირებს და კირქვის წარმოქმნას ებრძვის. სხვა მინარევების შესამცირებლად ხშირად დამატებითი ფილტრაციის ეტაპებია საჭირო.

როდის არის საჭირო მთელი სახლის ფილტრაცია?

როდესაც წყლის დამუშავება საჭიროა არა მხოლოდ სასმელად, არამედ საშხაპეში, სანტექნიკაში და საყოფაცხოვრებო ტექნიკაშიც, სისტემა ცენტრალურ წყლის ხაზზე მონტაჟდება.

როდის არის საჭირო UV დამუშავება?

UV გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა წყლის მიკრობიოლოგიური დამუშავება. განსაკუთრებით აქტუალურია ჭაბურღილისა და სხვა არაცენტრალიზებული წყაროების შემთხვევაში, როდესაც არსებობს მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკი.

რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს ფილტრის კარტრიჯები?

შეცვლის პერიოდულობა დამოკიდებულია სისტემის ტიპზე, წყლის ხარისხსა და მოხმარებაზე. კონკრეტული ინტერვალი განისაზღვრება გამოყენებული კარტრიჯისა და მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით.

შეიძლება ერთ სისტემაში რამდენიმე ფილტრაციის ტექნოლოგიის გამოყენება?

დიახ. როდესაც წყალში რამდენიმე განსხვავებული პრობლემა გვხვდება, ხშირად გამოიყენება რამდენიმე ტექნოლოგიის კომბინაცია - მაგალითად, მექანიკური ფილტრაცია, გააქტიურებული ნახშირი, დამარბილებელი, RO ან UV.