BPA-ის გარეშე. უსაფრთხო მასალები. ეკომეგობრული არჩევანი.

ევროპული წარმოება. TÜV სერტიფიცირებული. მინერალების შენარჩუნება.

სამსაფეხურიანი ფილტრაცია. სუფთა გემო. მინერალების შენარჩუნება.

გერმანული ხარისხი

3-საფეხურიანი ფილტრაცია

სუფთა და სასიამოვნო წყალი - უსიამოვნო სუნისა და გემოს გარეშე

როცა განსხვავება მარტივად შესამჩნევია

ფილტრაციამდე
ფილტრაციის შემდეგ

უფასო მიწოდება

100 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენზე

2-წლიანი გარანტია

ოფიციალური საგარანტიო მომსახურება

მუდმივი მხარდაჭერა

კონსულტაცია და შემდგომი სერვისი

მოქნილი გადახდა

ბარათი, Apple Pay, Google Pay, განვადება და განაწილება

ხშირად დასმული კითხვები (faq)

რა ტიპის წყლის ფილტრია NewLine UPS3?

NewLine UPS3 არის სამსაფეხურიანი ულტრაფილტრაციის სისტემა, რომელიც განკუთვნილია სასმელი წყლის გასაფილტრად. სისტემა ამცირებს ქლორს, უსიამოვნო სუნსა და გემოს, მექანიკურ და ორგანულ მინარევებს.

რა მინარევებს ამცირებს სისტემა?

UPS3 ამცირებს ქლორს, ორგანულ და მექანიკურ მინარევებს, ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვილ ნადებს, პესტიციდებს, ფენოლებს, კოლოიდურ ნაწილაკებსა და ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობას. სისტემა ასევე აუმჯობესებს წყლის გემოსა და სუნს.

ამცირებს თუ არა UPS3 წყლის სიხისტესა და კირქვას?

არა. UPS3 განკუთვნილია სასმელი წყლის გაფილტვრისა და მისი გემოსა და ხარისხის გასაუმჯობესებლად. წყლის სიხისტისა და კირქვის შესამცირებლად საჭიროა წყლის დამარბილებელი ან უკუოსმოსის სისტემა.

რა განსხვავებაა UPS3-სა და უკუოსმოსის სისტემას შორის?

UPS3 იყენებს 0.1 მიკრონის ულტრაფილტრაციის მემბრანას და წყალში ბუნებრივ მინერალებს ინარჩუნებს. უკუოსმოსის სისტემა უფრო ღრმა ფილტრაციას ახორციელებს და წყალში გახსნილი მარილების, სიხისტისა და სხვა მცირე ზომის ნივთიერებების დიდ ნაწილსაც ამცირებს.

სად მონტაჟდება UPS3 და რამდენად კომპაქტურია?

სისტემა მონტაჟდება სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ და კარადის შიდა კედელზე მაგრდება. გაფილტრული წყალი მომხმარებელს ცალკე სასმელი წყლის ონკანიდან მიეწოდება. UPS3-ის ზომებია 340 × 260 × 90 მმ, ამიტომ სისტემა მცირე სივრცეს იკავებს და მარტივად მონტაჟდება სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ, კარადის შიდა კედელზე.

რამდენ ხანში ერთხელ იცვლება კარტრიჯები და რა ღირს მათი შეცვლა?

კარტრიჯების შეცვლის რეკომენდებული ინტერვალია 6 თვე. ზუსტი რესურსი შეიძლება დამოკიდებული იყოს წყლის ხარისხზე, მოხმარების მოცულობასა და წყალში არსებული მინარევების რაოდენობაზე.

პირველი 6 თვის შემდეგ იცვლება პირველი ორი კარტრიჯი, რომელთა ჯამური ღირებულებაა ₾105.

12 თვის შემდეგ იცვლება სამივე კარტრიჯი, რომელთა ჯამური ღირებულებაა ₾245.

კარტრიჯების წლიური ხარჯი ჯამში შეადგენს ₾350-ს.