ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
ულტრაიისფერი (UV) წყლის ფილტრი არის სისტემა, რომელიც წყალს ამუშავებს ძლიერი ულტრაიისფერი სხივებით და ანეიტრალებს მავნე მიკროორგანიზმებს. UV სტერილიზატორი გამოიყენება წყლის დეზინფექციისთვის ქიმიური საშუალებების გარეშე და არ ცვლის წყლის გემოს, სუნსა და ბუნებრივ შემადგენლობას.
UV წყლის ფილტრი ეფექტურად ანეიტრალებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს, წყალმცენარეებს და სხვა მიკროორგანიზმებს. ასეთი სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა არსებობს მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკი, მაგალითად ავზში დაგროვილი ან ჭაბურღილის წყლის გამოყენების შემთხვევაში.
UV წყლის ფილტრი საჭიროა მაშინ, როცა წყალში არის მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე. განსაკუთრებით რეკომენდებულია ავზში დაგროვებული და ჭაბურღილის წყლისთვის, კერძო სახლებისთვის, აგარაკებისთვის, ასევე იმ ობიექტებისთვის, სადაც წყლის ჰიგიენური და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
არა, ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ ცვლის წყლის გემოს, სუნს, ფერს ან მინერალურ შემადგენლობას. UV ტექნოლოგია მუშაობს მხოლოდ მიკროორგანიზმების განეიტრალებაზე, ამიტომ წყალი ინარჩუნებს თავის ბუნებრივ თვისებებს.
არა, UV სტერილიზატორის მთავარი დანიშნულება წყლის დეზინფექციაა და არა მექანიკური ან ქიმიური მინარევების მოცილება. მისი ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია, რომ UV სისტემაში უკვე წინასწარ გაფილტრული წყალი შევიდეს, რადგან წყალში არსებული ნაწილაკები, ნალექი ან სხვა მინარევები ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას აფერხებს. ამიტომ, თუ საჭიროა ქლორის, ნადების, მძიმე მეტალების ან სხვა ფიზიკური და ქიმიური დაბინძურებების შემცირება, UV სისტემა უნდა გამოიყენებოდეს შესაბამისი წინასწარი ფილტრაციის სისტემასთან ერთად.
UV სტერილიზატორი გამოიყენება სახლებში, აგარაკებზე, ოფისებში და სხვადასხვა კომერციულ ობიექტზე. ის განსაკუთრებით ეფექტურია იქ, სადაც წყლის ჰიგიენური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.