წყლის ფილტრი ჯანმრთელობისთვის - წყლით შექმნილი ადამიანის სხეულის ვიზუალური კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამს სუფთა წყლის მნიშვნელობას ტვინის, ფილტვებისა და სისხლის ჯანმრთელობისთვის

წყლის ფილტრი და ჯანმრთელობა: რა კავშირია და რატომ არის მნიშვნელოვანი?

ჩვენი სხეული ასზე მეტი ორგანოსგან შედგება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მათ ერთი საერთო დამაკავშირებელი აქვთ - წყალი. წყალი არის ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენერგიის წყარო, რომელიც პასუხისმგებელია თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე.

რამდენია წყლის პროცენტული შემცველობა შინაგან ორგანოებში?

ადამიანი პრაქტიკულად წყლით არის „შექმნილი“ - აი, როგორ ნაწილდება იგი ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებში:

  • ტვინი - 83%
  • გული - 75%
  • თირკმლები - 83%
  • ფილტვები - 85%
  • კუნთები - 75%
  • თვალები - 95%
  • სისხლი - 94%

ეს ნიშნავს, რომ წყლის ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს ტვინის მუშაობას, გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობას, ენერგიას და ზოგად კეთილდღეობას.

რატომ ვსვამთ ჯერ კიდევ საეჭვო წყალს?

მუნიციპალური წყალი ქლორით მუშავდება და მიკრობებს არ შეიცავს, თუმცა სანამ ონკანამდე მოვა, გადის ძველ და ხშირად დაზიანებულ მილებში, საიდანაც მას შეიძლება დაემატოს:

  • მექანიკური მინარევები - ქვიშა, ჟანგი
  • მძიმე მეტალები
  • არასასიამოვნო გემო და სუნი
  • მიკროპლასტმები და ქლორის ნარჩენები

ეს ყველაფერი არ ჩანს თვალით, მაგრამ ორგანიზმი ყოველდღიურად იღებს.

გაუფილტრავი წყალი - რა რისკს შეიცავს?

არასწორად დამუშავებულმა ან დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები
  • კანის გაღიზიანება, ალერგიული გამონაყარი
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
  • თირკმლისა და ნაღვლის ქვები
  • ბავშვებში განვითარების შეფერხება
  • ენერგიის დაქვეითება და კონცენტრაციის პრობლემა

წყალი, რომელსაც ყოველდღე ვსვამთ, ან დაგვიცავს ან დაგვაზიანებს.

როგორ დაგვეხმარება წყლის ფილტრი?

სუფთა წყალი არ არის უბრალოდ გემო - ეს არის ჯანმრთელობა, ენერგია და უსაფრთხოება.

თანამედროვე ფილტრაციის ტექნოლოგიები:

  • აშორებს მავნე მინარევებსა და მძიმე მეტალებს
  • აუმჯობესებს სუნს და გემოს
  • იცავს შინაგან ორგანოებს
  • ხელს უწყობს ბავშვების სწორ განვითარებას
  • გვაძლევს ენერგიას და გვიუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას

ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობაში

ძალიან ბევრი ვზრუნავთ საკვებზე, სპორტზე და ვიტამინებზე, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ყველაზე მთავარი - წყალი, რომელსაც ყოველდღიურად ყველაზე მეტ რაოდენობას ვიღებთ.

სწორედ ამიტომ უფრო და უფრო მეტი ოჯახი ირჩევს სახლში პროფესიონალურ წყლის ფილტრაციის სისტემას - ჯანმრთელობის, კომფორტისა და გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.

სუფთა წყალი არ არის ფუფუნება - ესაა საჭიროება, რომელსაც შენ და შენი ოჯახი იმსახურებს.

აირჩიე უსაფრთხო და პრემიუმ ხარისხის წყალი Aquarea-სგან