Privacy policy

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 7 აგვისტო, 2026

1. ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს, ამუშავებს და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს შპს „აქვარეა“ მომხმარებელთა და ვებგვერდის ვიზიტორთა პერსონალურ მონაცემებს.

პოლიტიკა ვრცელდება AQUAREA-ს ვებგვერდის, ონლაინ მაღაზიის, მომხმარებელთა მხარდაჭერის, შეკვეთის, მიწოდების, დაბრუნების, საგარანტიო და სხვა დაკავშირებული მომსახურებების გამოყენებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია:

კომპანიის დასახელება: შპს „აქვარეა“
საიდენტიფიკაციო კოდი: 406514703
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, დავარის №37, 0159
ვებგვერდი: www.aquarea.ge
ელ.ფოსტა: info@aquarea.ge
ტელეფონი: +995 32 2 12 22 32

ვებგვერდისა და კომპანიის მომსახურებების გამოყენება გულისხმობს წინამდებარე პოლიტიკის გაცნობას. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თუ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ვებგვერდის სხვა წესებსა და პირობებს შორის პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან ან დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოიშობა წინააღმდეგობა, აღნიშნულ საკითხებზე უპირატესობა ენიჭება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


2. რა არის პერსონალური მონაცემი

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება.

ანონიმური ან სათანადოდ დეპერსონალიზებული ინფორმაცია, რომლის კონკრეტულ პირთან დაკავშირება შეუძლებელია, პერსონალურ მონაცემად არ მიიჩნევა.


3. რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ

კომპანიის მიერ დამუშავებული მონაცემების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს მომხმარებელი AQUAREA-სთან და რომელ მომსახურებას იყენებს.

შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი კატეგორიის ინფორმაცია:

  • საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები — სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი;
  • მისამართთან დაკავშირებული მონაცემები — მიწოდებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საგადახდო მისამართი;
  • შეკვეთისა და ტრანზაქციის მონაცემები — შეძენილი ან დათვალიერებული პროდუქტები, კალათაში დამატებული პროდუქტები, შეკვეთის ისტორია, დაბრუნება, გაცვლა, გაუქმება და სხვა დაკავშირებული ინფორმაცია;
  • გადახდასთან დაკავშირებული მონაცემები — გადახდის მეთოდი, გადახდის სტატუსი, ტრანზაქციისა და გადახდის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაცია;
  • მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები — ანგარიშის მონაცემები, პრეფერენციები და შესაბამისი პარამეტრები, თუ მომხმარებელი ქმნის ანგარიშს;
  • კომუნიკაციის მონაცემები — ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი გვაწვდის ელ.ფოსტით, ტელეფონით, ვებგვერდის ფორმით, სოციალური ქსელით ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით;
  • ტექნიკური მონაცემები — IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერი, ოპერაციული სისტემა, ქსელთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები და სხვა ტექნიკური იდენტიფიკატორები;
  • ვებგვერდის გამოყენების მონაცემები — ინფორმაცია ვებგვერდზე ვიზიტის, დათვალიერებული გვერდების, გამოყენებული ფუნქციებისა და მომხმარებლის მიერ ვებგვერდთან ურთიერთქმედების შესახებ;
  • მარკეტინგული პრეფერენციები — შესაბამისი თანხმობა, გამოწერის სტატუსი და მარკეტინგულ კომუნიკაციებთან დაკავშირებული არჩევანი.

კომპანია არ ითხოვს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც კონკრეტული მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო არ არის.


4. პერსონალური მონაცემების მიღების წყაროები

პერსონალური მონაცემები შესაძლოა მიღებულ იქნეს:

  • უშუალოდ მომხმარებლისგან — შეკვეთის გაფორმებისას, ანგარიშის შექმნისას, ფორმის შევსებისას, კომპანიასთან დაკავშირებისას ან სხვა გზით ინფორმაციის მოწოდებისას;
  • ვებგვერდისა და ონლაინ სერვისების გამოყენებისას ავტომატურად — cookies-ისა და მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით;
  • გადახდის, მიწოდების, ტექნოლოგიური ან სხვა მომსახურების მომწოდებლებისგან, როდესაც ეს აუცილებელია შესაბამისი მომსახურების შესასრულებლად;
  • პარტნიორებისგან ან სხვა მესამე პირებისგან, როდესაც არსებობს მონაცემთა მიღებისა და დამუშავების შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

5. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზნებისთვის.

შეკვეთის მიღება და შესრულება

მონაცემები გამოიყენება:

  • შეკვეთის მისაღებად და დასადასტურებლად;
  • გადახდის დასამუშავებლად;
  • პროდუქტის მიწოდების ორგანიზებისთვის;
  • შეკვეთის სტატუსის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებისთვის;
  • დაბრუნების, გაცვლის ან შეკვეთის გაუქმების დასამუშავებლად;
  • საგარანტიო და შემდგომი მომსახურების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულ შემთხვევებში მონაცემთა დამუშავება ძირითადად აუცილებელია მომხმარებელთან გარიგების დასადებად ან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

მომხმარებელთა მომსახურება

პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მომხმარებლის შეკითხვის, განცხადების, მოთხოვნის, პრეტენზიის ან სხვა მიმართვის განსახილველად და შესაბამისი მომსახურების გასაწევად.

უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია

მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ვებგვერდის, მომხმარებლებისა და კომპანიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არაავტორიზებული წვდომის, შესაძლო თაღლითობის, უკანონო ან მავნე მოქმედებების თავიდან ასაცილებლად და გამოსავლენად.

სამართლებრივი და ფინანსური ვალდებულებების შესრულება

კომპანია მონაცემებს ამუშავებს, როდესაც ეს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საგადასახადო, საბუღალტრო, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად.

მომსახურებისა და ვებგვერდის გაუმჯობესება

ტექნიკური და გამოყენების მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვებგვერდის ფუნქციონირების, მომხმარებლის გამოცდილების, პროდუქტებისა და მომსახურებების გასაუმჯობესებლად, სტატისტიკური ანალიზისა და ტექნიკური პრობლემების გამოსავლენად.

მარკეტინგული კომუნიკაცია

მომხმარებლის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, საკონტაქტო მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეთავაზებების, სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და სხვა მარკეტინგული ინფორმაციის გასაგზავნად.


6. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

ასეთი საფუძველი შესაძლოა იყოს:

  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
  • მომხმარებელთან გარიგების დასადებად ან დადებული გარიგების შესასრულებლად მონაცემების დამუშავების აუცილებლობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა;
  • კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულება;
  • მომხმარებლის განცხადების ან მოთხოვნის განხილვისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის აუცილებლობა;
  • კომპანიის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დაცვა, როდესაც მას არ აღემატება მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესი.

როდესაც მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თანხმობას, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გამოიხმოს თანხმობა.


7. მონაცემების მოწოდების აუცილებლობა

ზოგიერთი პერსონალური მონაცემის მოწოდება აუცილებელია შეკვეთის გასაფორმებლად ან კონკრეტული მომსახურების მისაღებად.

მაგალითად, პროდუქტის მიწოდებისთვის საჭიროა მომხმარებლის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და მიწოდების მისამართი, ხოლო შეკვეთის გადახდისთვის — შესაბამისი გადახდის პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია.

აუცილებელი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში კომპანიამ შესაძლოა ვერ შეძლოს შეკვეთის მიღება, შესრულება, პროდუქტის მიწოდება ან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევა.

სხვა მონაცემების მიწოდება ნებაყოფლობითია, თუ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ არის მითითებული.


8. Cookies და მსგავსი ტექნოლოგიები

ვებგვერდის გამართული ფუნქციონირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს cookies და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები.

Cookies შეიძლება გამოიყენებოდეს:

  • ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად;
  • კალათისა და მომხმარებლის პარამეტრების დასამახსოვრებლად;
  • უსაფრთხოებისა და ავტორიზაციისთვის;
  • ვებგვერდის მუშაობისა და გამოყენების გასაანალიზებლად;
  • მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში — მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის.

ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი cookies შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი მომსახურების მიწოდების აუცილებლობიდან გამომდინარე.

ანალიტიკური, მარკეტინგული ან სხვა არააუცილებელი ტექნოლოგიების გამოყენება განხორციელდება მომხმარებლის მიერ არჩეული კონფიდენციალურობის პარამეტრებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Cookies-ის გარკვეული კატეგორიების გამორთვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის მუშაობაზე.


9. ვის შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემები

კომპანია პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს გადასცემს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია განსაზღვრული მიზნის მისაღწევად და არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

მონაცემთა მიმღებები ან მიმღებთა კატეგორიები შესაძლოა იყვნენ:

  • გადახდის მომსახურების მომწოდებლები და ფინანსური დაწესებულებები;
  • საკურიერო და ლოჯისტიკური მომსახურების მომწოდებლები;
  • ვებგვერდის, ჰოსტინგის, ელექტრონული კომერციის, IT და სხვა ტექნოლოგიური მომსახურების მომწოდებლები;
  • მომხმარებელთა მომსახურების, ანალიტიკური ან მარკეტინგული მომსახურების მომწოდებლები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას;
  • კომპანიის პროფესიული მრჩევლები, მათ შორის იურიდიული და საბუღალტრო მომსახურების მომწოდებლები;
  • სახელმწიფო, სასამართლო, სამართალდამცავი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოები, როდესაც ინფორმაციის გადაცემა კანონით არის მოთხოვნილი ან აუცილებელია კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

კომპანია მომსახურების მომწოდებლებს გადასცემს მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაბამისი მომსახურების შესრულებისთვის არის საჭირო.

ვებგვერდის ელექტრონული კომერციისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად კომპანია იყენებს Shopify-ის პლატფორმას. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში მომხმარებლის გარკვეული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს Shopify-ისა და მის მიერ უფლებამოსილი მომსახურების მომწოდებლების მიერ.

Shopify-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Shopify-ის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.


10. პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემა

კომპანიის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიური ან სხვა მომსახურების მომწოდებელი შესაძლოა საქმიანობდეს ან მონაცემებს ამუშავებდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ასეთ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა ხორციელდება მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მონაცემთა უსაფრთხოებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის პირობებში.

საერთაშორისო გადაცემისას კომპანია და მისი მომსახურების მომწოდებლები იღებენ შესაბამის ორგანიზაციულ, ტექნიკურ და სამართლებრივ ზომებს პერსონალური მონაცემების დასაცავად.


11. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მონაცემები შეგროვდა ან დამუშავდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფრო ხანგრძლივი შენახვა კანონით არის მოთხოვნილი ან ნებადართული.

შენახვის ვადის განსაზღვრისას კომპანია ითვალისწინებს:

  • მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანგრძლივობას;
  • შეკვეთისა და მომსახურების შესრულებისთვის საჭირო პერიოდს;
  • საგარანტიო და შემდგომი მომსახურების საჭიროებას;
  • საგადასახადო, საბუღალტრო და სხვა კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
  • შესაძლო დავის, მოთხოვნის ან სამართლებრივი დაცვისთვის საჭირო პერიოდს;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანსა და მონაცემების ხასიათს.

შენახვის საფუძვლის ან მიზნის ამოწურვის შემდეგ მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან დეპერსონალიზდება, თუ მათი შემდგომი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.


12. მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია იღებს გონივრულ და სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების დასაცავად შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, არასანქცირებული წვდომისა და სხვა ფორმით უკანონო დამუშავებისგან.

მონაცემებზე წვდომა ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს, ვისთვისაც ეს აუცილებელია შესაბამისი ფუნქციის ან მომსახურების შესასრულებლად.

ამასთან, ელექტრონული ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის არცერთი მეთოდი არ იძლევა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას. შესაბამისად, კომპანია ახორციელებს კანონითა და არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით გათვალისწინებულ სათანადო უსაფრთხოების ზომებს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციული სისტემების აბსოლუტურ შეუღწევადობას.


13. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:

  • მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა მის შესახებ პერსონალური მონაცემები;
  • მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნის, საფუძვლის, წყაროს, მიმღებებისა და შენახვის ვადის შესახებ;
  • გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და კანონით დადგენილი პირობებით მიიღოს მათი ასლი;
  • მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა;
  • შესაბამის შემთხვევებში ისარგებლოს მონაცემთა გადატანის უფლებით;
  • ნებისმიერ დროს გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, თუ მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თანხმობას;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა არსებითი მნიშვნელობის შედეგს;
  • გაასაჩივროს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედება ან გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით.

თანხმობის გამოხმობა არ მოქმედებს იმ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც თანხმობის გამოხმობამდე განხორციელდა შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნებს კომპანია განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და ვადების შესაბამისად.

მოთხოვნის შესრულებამდე კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს მონაცემთა სუბიექტის ვინაობის სათანადო დადასტურება, თუ ეს აუცილებელია პერსონალური მონაცემების არასანქცირებული გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.


14. მარკეტინგული კომუნიკაციები

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემები მუშავდება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.

მარკეტინგული კომუნიკაცია შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას:

  • ახალ პროდუქტებზე;
  • სპეციალურ შეთავაზებებზე;
  • ფასდაკლებებსა და აქციებზე;
  • კომპანიის სიახლეებსა და სხვა სარეკლამო შეთავაზებებზე.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურისა და დასაბუთების გარეშე, გამოიხმოს მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე გაცემული თანხმობა და მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

უარის თქმა შესაძლებელია შესაბამის შეტყობინებაში არსებული გამოწერის გაუქმების ფუნქციის გამოყენებით ან კომპანიასთან დაკავშირების გზით.

კომპანია უზრუნველყოფს, რომ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნის საშუალება იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი.

მარკეტინგულ კომუნიკაციაზე უარის თქმა გავლენას არ ახდენს შეკვეთასთან, ანგარიშთან, გადახდასთან, მიწოდებასთან, უსაფრთხოებასთან ან სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული აუცილებელი არასარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, შეწყდება.

კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აღრიცხავს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თანხმობის მიცემისა და მისი გამოხმობის ფაქტსა და დროს.


15. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები

AQUAREA-ს ონლაინ მაღაზია და კომერციული მომსახურებები ძირითადად განკუთვნილია სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის.

კომპანია შეგნებულად არ აგროვებს არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი მონაცემების დამუშავებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი ან კანონით გათვალისწინებული თანხმობა ესაჭიროება.

თუ მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანმა კომპანიას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიაწოდა პერსონალური მონაცემები, შესაძლებელია კომპანიასთან დაკავშირება მათი წაშლის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით.


16. მესამე მხარის ვებგვერდები და ბმულები

ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს მესამე პირების მიერ მართულ ვებგვერდებზე, პლატფორმებსა ან სერვისებზე გადასასვლელ ბმულებს.

მესამე მხარის ვებგვერდზე გადასვლის შემდეგ მონაცემთა დამუშავებაზე შესაძლოა გავრცელდეს შესაბამისი მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პირობები.

AQUAREA არ არის პასუხისმგებელი იმ ვებგვერდების ან ონლაინ პლატფორმების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, უსაფრთხოებაზე ან შინაარსზე, რომლებიც კომპანიის კონტროლის ქვეშ არ იმყოფება.

მომხმარებელს რეკომენდებულია გაეცნოს შესაბამისი მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკას პერსონალური ინფორმაციის მიწოდებამდე.


17. საჩივრები და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით შეკითხვის, მოთხოვნის ან საჩივრის არსებობის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს შეუძლია პირველ რიგში მიმართოს AQUAREA-ს წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

კომპანია განიხილავს მოთხოვნას და გასცემს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და ვადების შესაბამისად.

მონაცემთა სუბიექტს ასევე უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უფლებამოსილ საზედამხედველო ორგანოს — საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს — ან სასამართლოს.


18. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

კომპანიამ შესაძლოა პერიოდულად განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მათ შორის კომპანიის საქმიანობის, ვებგვერდის ფუნქციების, გამოყენებული ტექნოლოგიების ან მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების ცვლილების გამო.

განახლებული პოლიტიკა გამოქვეყნდება ვებგვერდზე და მასზე მითითებული იქნება ბოლო განახლების თარიღი.

თუ ცვლილება თავისი ხასიათით მოითხოვს მომხმარებლის დამატებით ინფორმირებას ან თანხმობას, კომპანია იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


19. საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული კითხვებისა და მოთხოვნებისთვის შესაძლებელია კომპანიასთან დაკავშირება:

შპს „აქვარეა“ / AQUAREA
საიდენტიფიკაციო კოდი: 406514703
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, დავარის №37, 0159
ელ.ფოსტა: info@aquarea.ge
ტელეფონი: +995 32 2 12 22 32
ვებგვერდი: www.aquarea.ge