როდის უნდა შეცვალო წყლის ფილტრის კარტრიჯი?
სახლში წყლის ფილტრაციის სისტემის დაყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისთვის, წყლის ფილტრი არ არის ხარჯი - ეს არის ინვესტიცია შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მხოლოდ ფილტრის დაყენება არ კმარა - იმისთვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, აუცილებელია მისი სწორი მოვლა და კარტრიჯების დროული შეცვლა.
ფილტრაციის სისტემაში თითოეულ ელემენტს თავისი რესურსი აქვს. დროთა განმავლობაში კარტრიჯი ივსება ნალექით, ნაწილაკებითა და იმ ნივთიერებებით, რომლებსაც წყლიდან აკავებს. როცა ეს რესურსი იწურება, ფილტრი ვეღარ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც თავიდან მუშაობდა.
რატომ არის კარტრიჯის დროული შეცვლა მნიშვნელოვანი?
კარტრიჯის მთავარი დანიშნულება წყლიდან ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების მოშორებაა. როცა ფილტრი გადაიტვირთება, მასში თავისუფალი სივრცე მცირდება და წყლის ფილტრაციაც ძველებურად ვეღარ მიმდინარეობს.
ვადაგადაცილებული კარტრიჯი თანდათან კარგავს ეფექტურობას. შედეგად შეიძლება შეიცვალოს წყლის გემო და შემცირეს საერთო ხარისხი.
1. რა ხდება, თუ კარტრიჯს დროულად არ შეცვლი?
თუ კარტრიჯი თავისი რესურსის ბოლოშია, ის უკვე ვეღარ ამცირებს მინარევებს იმ დონეზე, როგორც ახალი ფილტრი. ეს ნიშნავს, რომ სისტემა ვეღარ გაძლევს იმ ხარისხის წყალს, რასაც თავდაპირველად გაძლევდა.
2. იცვლება წყლის გემო და სუნი
განსაკუთრებით ეს ეხება აქტივირებული ნახშირის კარტრიჯებს, რომლებიც ქლორის, უსიამოვნო სუნისა და გემოს შემცირებაზე მუშაობს. როცა ასეთი კარტრიჯის რესურსი იწურება, წყალში შეიძლება ისევ აღიქმებოდეს ქლორის გემო, სუნი და ქონდეს ნაკლებად სასიამოვნო გემოვნური შეგრძნება.
3. სუსტდება წნევა და ნაკადი
როცა კარტრიჯში ნალექი და მექანიკური ნაწილაკები გროვდება, წყლის გავლა რთულდება. ამის შედეგად ნაკადი მცირდება, წყალი უფრო ნელა მოდის და სისტემა ნაკლებად კომფორტული ხდება ყოველდღიურ გამოყენებისთვის.
4. სისტემა ვეღარ მუშაობს სრულფასოვნად
ფილტრაციის სისტემის თითოეულ საფეხურს თავისი ფუნქცია აქვს. ერთი ელემენტის დაგვიანებულმა შეცვლამ შეიძლება დამატებითი დატვირთვა მისცეს დანარჩენ საფეხურებსაც, რის გამოც მთლიანად სისტემა ნაკლებად ეფექტური ხდება.
ყველა კარტრიჯი ერთდროულად იცვლება?
არა. ყველა კარტრიჯს ერთი და იგივე რესურსი არ აქვს. შეცვლის პერიოდი დამოკიდებულია სისტემის ტიპზე, წყლის ხარისხზე, მოხმარების მოცულობაზე და კონკრეტული კარტრიჯის დანიშნულებაზე.
ზოგი ელემენტი უფრო ხშირად იცვლება, ზოგი კი შედარებით იშვიათად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არა ზოგადი ვარაუდი, არამედ კონკრეტული სისტემის რეკომენდაციების დაცვა.
რა აჩქარებს კარტრიჯის ამოწურვას?
კარტრიჯის რესურსი მხოლოდ დროზე არ არის დამოკიდებული. ის შეიძლება უფრო სწრაფად ამოიწუროს, თუ;
- ბევრი წყალი გამოიყენება;
- წყალში მაღალია ნალექი, ჟანგი ან სხვა მექანიკური მინარევები;
- ქლორის ან სხვა ნივთიერებების შემცველობა მაღალია;
- წყლის ხარისხი არასტაბილურია;
- სისტემა გამოიყენება დიდ ოჯახში ან კომერციულ სივრცეში.
ამიტომ ერთი და იგივე კარტრიჯი სხვადასხვა პირობებში შეიძლება სხვადასხვა დროს გახდეს შესაცვლელი.
როგორ მიხვდე, რომ კარტრიჯი გამოსაცვლელია?
არსებობს რამდენიმე აშკარა ნიშანი:
- წყალს შეეცვალა გემო ან სუნი;
- შემცირდა ნაკადი ან წნევა;
- ფილტრის ინდიკატორი მიუთითებს შეცვლის საჭიროებას;
- გავიდა რეკომენდებული დრო;
- მიღწეულია რეკომენდებული ლიტრაჟი ან დრო.
საუკეთესო მიდგომა მაინც არის ის, რომ ამ ნიშნებს არ დაელოდო და კარტრიჯი დროულად შეცვალო მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.
რატომ არის დროული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უკუოსმოსის (RO) სისტემებში?
უკუოსმოსის სისტემაში რამდენიმე საფეხური ერთად მუშაობს. წინასწარი კარტრიჯები იცავს მემბრანას ზედმეტი დატვირთვისგან, ხოლო მემბრანა უკვე ღრმა ფილტრაციაზეა პასუხისმგებელი.
თუ პრე-ფილტრები დროულად არ შეიცვალა, მემბრანაც უფრო მეტად იტვირთება - შედეგად მცირდება სისტემის ეფექტურობა.
საუკეთესო პრაქტიკა
საუკეთესო მიდგომაა, რომ კარტრიჯის შეცვლა არ გადადო მანამ, სანამ წყალს აშკარად არ შეეცვლება გემო ან ნაკადი. უფრო სწორია წინასწარ გქონდეს განსაზღვრული მომსახურების ინტერვალი, ჩაიწერო ბოლო შეცვლის თარიღი და გამოიყენო შესაბამისი, სერთიფიცირებული და ხარისხიანი შემცვლელი ელემენტები.
დასკვნა
კარტრიჯების დროული შეცვლა უბრალოდ ტექნიკური რეკომენდაცია არ არის. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ წყლის ფილტრაციის სისტემამ გააგრძელოს სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღი წყლის მოწოდება.
წყაროები:
U.S. Environmental Protection Agency (EPA)
