-
შეკვეთა და გადახდა
მეტის ნახვაშეკვეთის გაფორმება და გადახდის მეთოდები - ყველაფერი, რაც შეძენამდე უნდა იცოდე
-
მიწოდება და დაბრუნება
მეტის ნახვამიწოდების პირობები და დაბრუნება - ყველაფერი, რაც შეკვეთის მიღებამდე და შემდეგ უნდა იცოდე
-
პროდუქტები და სერვისი
მეტის ნახვაპროდუქტები, მონტაჟი და სერვისი - ყველაფერი, რაც სისტემის შერჩევისა და მოვლისთვის უნდა იცოდე
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
შეკვეთა და გადახდა
როგორ შემიძლია შეკვეთის განთავსება?
შეკვეთის განთავსება შეგიძლია პირდაპირ AQUAREA-ს ვებგვერდზე ან შოურუმში, ასევე ტელეფონით და ჩვენს სხვა საკომუნიკაციო არხებში. ონლაინ შეკვეთა დადასტურებულად ითვლება გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ
გადახდის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი?
გადახდა შესაძლებელია:
- საბანკო ბარათით;
- Apple Pay-ით;
- Google Pay-ით;
- საბანკო გადარიცხვით;
- განვადებით ან გადახდის განაწილების სერვისებით.
კონკრეტული შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი მეთოდები გამოჩნდება შეკვეთის გაფორმებისას.
როდის ითვლება შეკვეთა დადასტურებულად?
შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მას შემდეგ, რაც გადახდა წარმატებით დასრულდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი დამატებით დაგიკავშირდება შეკვეთის დეტალების დასაზუსტებლად.
როგორ გავიგებ ჩემი შეკვეთის სტატუსს?
შეკვეთის მიღების შემდეგ ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება საჭირო დეტალების, მათ შორის მიწოდების დროისა და მისამართის დასადასტურებლად.
შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე:
+995 32 2 12 22 32
info@aquarea.ge
თუ შეკვეთას მონტაჟით ვაკეთებ, დამიკავშირდებით?
დიახ. თუ შეკვეთა მოიცავს მონტაჟს, ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება მონტაჟთან დაკავშირებული დეტალების, დროისა და მისამართის დასაზუსტებლად.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
მიწოდება და დაბრუნება
სად არის შესაძლებელი მიწოდება?
მიწოდება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
მიწოდების სტანდარტული ვადებია:
- თბილისი: 1–2 სამუშაო დღე
- რეგიონები: 4–5 სამუშაო დღე
შეკვეთები მუშავდება სამუშაო დღეებში. შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში მიღებული შეკვეთები დამუშავდება მომდევნო სამუშაო დღეს.
რა ღირს მიწოდება?
100 ₾-ის და მეტი ღირებულების შეკვეთაზე თბილისის მასშტაბით მიწოდება უფასოა.
100 ₾-მდე შეკვეთებზე:
- თბილისი - 6 ₾
- რეგიონები - 10 ₾
შესაძლებელია შოურუმიდან გატანა?
დიახ, შესაძლებელია შოურუმიდან გატანა. სასურველია წინასწარ დაგვიკავშირდე, რათა შეკვეთის მზადყოფნა დაგიდასტუროთ.
რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის დეფექტური ან ტრანსპორტირებისას დაზიანებული.
დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად საჭიროა დეფექტის ან დაზიანების დამადასტურებელი ფოტო და/ან ვიდეო მასალა.
რა ვადაში შემიძლია დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირება?
დაბრუნების ვადაა 14 კალენდარული დღე შეკვეთის მიღებიდან.
გამოყენებული პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას?
არა. გამოყენებული პროდუქტი თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება.
დამატებითი დაბრუნების გადასახადი თუ მოქმედებს?
არა. პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი (Restocking Fee) არ ვრცელდება.
რა ხდება დეფექტური პროდუქტის შემთხვევაში?
დეფექტური პროდუქტის შემთხვევაში AQUAREA უზრუნველყოფს პროდუქტის ჩანაცვლებას ან თანხის სრულ ანაზღაურებას.
რამდენ ხანში ბრუნდება თანხა?
თანხა ბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც შესრულდა გადახდა, მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
რა გავაკეთო, თუ შეკვეთის მიღებისას პროდუქტი დაზიანებულია?
დაგვიკავშირდი დაუყოვნებლივ და მოგვაწოდე:
- შეკვეთის ნომერი
- პრობლემის აღწერა
- ფოტო და/ან ვიდეო მასალა
ტელეფონი: +995 32 2 12 22 32
ელ.ფოსტა: info@aquarea.ge
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
პროდუქტები და სერვისი
პროდუქტებზე გარანტია ვრცელდება?
დიახ. შესაბამის პროდუქტებზე ვრცელდება მწარმოებლის ან AQUAREA-ს გარანტია, რომლის კონკრეტული პირობები განსაზღვრულია პროდუქტის საგარანტიო პირობებში ან საგარანტიო ბარათში.
გარანტიის მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორად გამოყენება და საჭირო სახარჯი მასალებისა და ფილტრების დროული შეცვლა.
გაქვთ მონტაჟის სერვისი?
დიახ. AQUAREA მომხმარებელს სთავაზობს წყლის ფილტრაციის სისტემების მონტაჟის სერვისს.
გაქვთ ტექნიკური მხარდაჭერა და შემდგომი მომსახურება?
დიახ. ჩვენთან ხელმისაწვდომია ტექნიკური მხარდაჭერა და შემდგომი მომსახურება კომპანიის ოფიციალური სერვისის მეშვეობით.
როგორ შევარჩიო სწორი პროდუქტი?
სწორი სისტემის შერჩევა დამოკიდებულია პირველადი წყლის ხარისხზე, მოხმარებაზე და საჭიროებებზე. თუ არ ხარ დარწმუნებული, დაგვეკონტაქტე და დაგეხმარებით შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში.
საჭიროა თუ არა ფილტრების დროული შეცვლა?
დიახ. სისტემის გამართული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია ფილტრებისა და კარტრიჯების დროული შეცვლა და პროდუქტის სწორი ექსპლუატაცია.
არასწორი გამოყენების შემთხვევაში გარანტია იმოქმედებს?
არა. კომპანია არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დაზიანება ან გაუმართაობა გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით.