ინდივიდუალური მიდგომა
სწორი გადაწყვეტა ეფექტური ფილტრაციისთვის
ყველა წყალს განსხვავებული შემადგენლობა აქვს, ამიტომ ეფექტური ფილტრაციისთვის სისტემა კონკრეტული საჭიროებებისა და წყლის საწყისი მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს
Translation missing: ka-GE.sections.cart.empty
Translation missing: ka-GE.general.continue_shoppingწყალი ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის, ენერგიისა და ცხოვრების უკეთესი ხარისხისთვის აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება
ინდივიდუალური მიდგომა
ყველა წყალს განსხვავებული შემადგენლობა აქვს, ამიტომ ეფექტური ფილტრაციისთვის სისტემა კონკრეტული საჭიროებებისა და წყლის საწყისი მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს
წყლის სრული ფილტრაცია
ყველა წყალს განსხვავებული შემადგენლობა აქვს და თითოეული მომხმარებლის საჭიროებაც ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში მთავარი პრობლემა წყლის გემო და სუნია, ზოგჯერ კი - სიხისტე, ნადები, მექანიკური მინარევები ან მიკრობიოლოგიური დაბინძურება. ამიტომ Aquarea-ში ყველა მომხმარებელს ერთსა და იმავე სისტემას არ ვთავაზობთ - გადაწყვეტილებას კონკრეტული პირობებისა და არსებული მდგომარეობის მიხედვით ვიღებთ.
კონსულტაციის პროცესში პირველ რიგში ვარკვევთ, საიდან მიეწოდება მომხმარებელს წყალი:
ასევე ვითვალისწინებთ წყლის გამოყენების მიზანს - გამოიყენება ის სასმელად და საკვების მოსამზადებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის დასაცავად, აბაზანისა და მთელი სახლისთვის თუ კომერციული დანიშნულებით.
სწორი ფილტრაციის სისტემის შესარჩევად მნიშვნელოვანია:
საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციას წყლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ვამზადებთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ, რომელი მინარევების შემცირება ან მოშორებაა აუცილებელი.
ასევე წინასწარ განვიხილავთ სისტემის მოვლის პირობებს, კარტრიჯების შეცვლის პერიოდულობასა და სამომავლო ხარჯებს. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პროდუქტის შეძენამდე სრულად იცოდეს არა მხოლოდ სისტემის შესაძლებლობები, არამედ ისიც, რა ტიპის მომსახურება დასჭირდება მას მომავალში.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა ყველაზე რთული ან ძვირადღირებული სისტემის შეთავაზებას, არამედ კონკრეტული საჭიროებისთვის შესაბამისი გადაწყვეტის შერჩევას. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა მიიღოს სისტემა, რომელიც შეესაბამება წყლის ხარისხს, სივრცესა და ყოველდღიურ საჭიროებებს.
თუ არსებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია შედარებით მარტივი ფილტრაციით, უპირატესობა ენიჭება ოპტიმალურ და პრაქტიკულ გადაწყვეტას. ხოლო კომპლექსური დამუშავების საჭიროების შემთხვევაში, სისტემა ფორმირდება შესაბამისი ფილტრაციის ეტაპებისა და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.
კონსულტაციის პროცესში მომხმარებელი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა სისტემის მუშაობის პრინციპების, მათ შორის განსხვავებების, უპირატესობებისა და შეზღუდვების შესახებ. ასევე განიხილება მონტაჟის პირობები, ფილტრაციის ეტაპები, სისტემის წარმადობა და შემდგომი მოვლის მოთხოვნები.
ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არჩევანი გააკეთოს სრული და გასაგები ინფორმაციის საფუძველზე და შეარჩიოს მის პირობებზე მორგებული, ეფექტური და პრაქტიკული ფილტრაციის სისტემა.
Aquarea-ში წარმოდგენილია წყლის ფილტრაციისა და დამუშავების სისტემები, რომლებიც შექმნილია ევროპული ტექნოლოგიებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასორტიმენტის შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ პროდუქტის წარმოშობას, არამედ მის ტექნიკურ შესაძლებლობებს, გამოყენებული მასალების ხარისხს, საიმედოობასა და გრძელვადიანი გამოყენების პოტენციალს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სისტემა პასუხობდეს კონკრეტულ საჭიროებას და ყოველდღიური გამოყენებისას უზრუნველყოს ეფექტური ფილტრაცია და მარტივი მომსახურება.
ვთანამშრომლობთ წყლის ფილტრაციის სფეროში გამოცდილ ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც პროდუქციის განვითარებაში იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხარისხის კონტროლის სისტემებს.
ბრენდებისა და პროდუქტების შერჩევისას ვითვალისწინებთ:
ამ მიდგომის მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ვიზუალურად გამართული პროდუქტი, არამედ სისტემა, რომლის ხარისხი და ფუნქციონალურობა ტექნიკური მონაცემებითაც არის დასაბუთებული.
Aquarea-ს ასორტიმენტში წარმოდგენილი სისტემების ხარისხი, კონკრეტული პროდუქტის მიხედვით, დასტურდება TÜV Rheinland-ის სერტიფიცირებითა და ISO საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით.
სერტიფიცირება მნიშვნელოვანია, რადგან ის მიუთითებს, რომ პროდუქტი შეფასებულია განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით და შემოწმებულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა:
კონკრეტული სისტემის შერჩევისას შესაძლებელია მისი ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისი სერტიფიკატების გაცნობაც.
ჩვენთვის „ევროპული ხარისხი“ მხოლოდ პროდუქტის წარმოების ქვეყანას არ გულისხმობს. იგი მოიცავს გამართულ კონსტრუქციას, ეფექტურ ტექნოლოგიას, ხარისხიან კომპონენტებსა და სისტემის გრძელვადიანი მომსახურების შესაძლებლობას.
წყლის ფილტრაციის სისტემა ყოველდღიურად გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს პრაქტიკული, მარტივად მოსავლელი და ადაპტირებული რეალურ სამუშაო პირობებთან. სწორედ ამიტომ, პროდუქტის შერჩევისას წინასწარ განიხილება მისი წარმადობა, სამუშაო წნევა, ფილტრაციის ეტაპები, კარტრიჯების რესურსი და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები.
ხარისხიანი სისტემის შერჩევა მხოლოდ შეძენის მომენტით არ სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი კარტრიჯები, მემბრანები, ფილტრაციის მასალები და სხვა საჭირო კომპონენტები.
Aquarea-ს მიდგომა ეფუძნება სისტემის საიმედოობას, გრძელვადიან შედეგებსა და მომხმარებლის ყოველდღიურ კომფორტს. ამიტომ ასორტიმენტში უპირატესობა ენიჭება ბრენდებსა და პროდუქტებს, რომელთა მომსახურება შესაძლებელია სისტემის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში.
წყლის ფილტრაციის სისტემის ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი პროდუქტის შერჩევა, არამედ მისი ტექნიკურად გამართული მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაც. Aquarea-ში მომხმარებელი იღებს სრულ სერვისს.
მონტაჟამდე ჩვენი სპეციალისტები აფასებენ არსებულ ტექნიკურ პირობებს და სისტემას კონკრეტულ გარემოს არგებენ. სამუშაო პროცესში ვითვალისწინებთ:
მონტაჟისას ყველა კომპონენტი სწორად ერთდება, მოწმდება შეერთებების ჰერმეტულობა და სისტემის მუშაობა. საჭიროების მიხედვით ხდება მოწყობილობის გამორეცხვა, პროგრამირება, სამუშაო წნევის შემოწმება და საწყისი გამართვა.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მომხმარებელს ვუხსნით სისტემის გამოყენების წესებს, მოვლის პირობებსა და კარტრიჯების შეცვლის პერიოდულობას.
Aquarea-ს სერვისი მხოლოდ სისტემის დამონტაჟებით არ სრულდება. ფილტრაციის მოწყობილობის სტაბილური მუშაობისთვის ხელმისაწვდომია:
მომსახურების პირობებსა და სამომავლო ხარჯებს მომხმარებელს წინასწარ ვაცნობთ, რათა სისტემის შეძენამდე მისთვის ნათელი იყოს, რა ტიპის მოვლა და რა პერიოდულობით იქნება საჭირო.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი ფილტრაციის სისტემა, არამედ სრულად გამართული, უსაფრთხო და გრძელვადიან გამოყენებაზე გათვლილი გადაწყვეტა.
Aquarea-ში მომხმარებელთან ურთიერთობა სისტემის შეძენითა და მონტაჟით არ სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ფილტრაციის სისტემამ გრძელვადიანად, გამართულად და ეფექტურად იმუშაოს, ამიტომ მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია ტექნიკური დახმარება და დამატებითი კონსულტაცია.
სისტემის ტიპისა და გამოყენების ინტენსივობის მიხედვით, Aquarea მომხმარებელს ეხმარება:
ასორტიმენტში ხელმისაწვდომია სისტემების მომსახურებისთვის საჭირო კარტრიჯები, მემბრანები, ფილტრაციის მასალები და სხვა კომპონენტები.
თუ სისტემის მუშაობისას შეიცვლება წყლის ნაკადი, წნევა ან გაფილტრული წყლის ხარისხი, Aquarea-ს გუნდი მომხმარებელს დაეხმარება შესაძლო მიზეზების განსაზღვრასა და შესაბამისი გადაწყვეტის შერჩევაში.
მიზანია, მომხმარებელმა სისტემის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღოს დროული დახმარება, საჭირო ინფორმაცია და სანდო მომსახურება.
BLUEFILTERS NEWLINE UPS3
UPS3 სამსაფეხურიანი, მაღალი ხარისხის ფილტრაციის სისტემაა, რომელიც ონკანის წყალს უფრო სუფთას და სასიამოვნოს ხდის - აშორებს არასასურველ გემოსა და სუნს, ქლორს, ქლორამინს, მექანიკურ და ორგანულ მინარევებს, საჭირო მინერალებს კი ინარჩუნებს. კომპაქტური დიზაინის წყალობით, მარტივად თავსდებადია ნებისმიერი ტიპის სამზარეულოსთან
მარტივად წყლის ხარისხსა და ფილტრაციაზე