წყლის ფილტრი - როგორ შევარჩიოთ სასმელი წყლის ფილტრი?

წყლის ფილტრი - როგორ შევარჩიოთ სასმელი წყლის ფილტრი?

წყლის ფილტრი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მოწყობილობა თანამედროვე ცხოვრების პირობებში. მიუხედავად ამისა, ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რატომ არის აუცილებელი სასმელი წყლის სიღრმისეული ფილტრაცია და როგორ შევარჩიოთ ის.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი სასმელი წყლის ფილტრაცია?
  • რატომ არ არის წყლის ზედაპირული ფილტრაცია საკმარისი?
  • როგორ შევარჩიოთ სასმელი წყლის ფილტრი, შესაბამისი დაბინძურების მიხედვით?

რატომ არის მნიშვნელოვანი სასმელი წყლის ფილტრაცია?

წყლის ფილტრაცია დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყალი შეიძლება იყოს გამჭვირვალე და არ ჰქონდეს უსიამოვნო სუნი, ის ხშირად შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ვიზუალურად შეუმჩნეველია და ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.

სასმელ წყალში შეიძლება გვხვდებოდეს:

  • ქლორი და ქლორორგანული ნაერთები;
  • ორგანული მინარევები;
  • მძიმე მეტალები;
  • ნიტრატები და სხვადასხვა მარილები;
  • ბაქტერიები და მიკროორგანიზმები;
  • მაღალი TDS (მაღალი მინერალიზაცია).

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სასმელი წყლის ფილტრი იყოს  ხარისხიანი ხელს უწყობდეს როგორც წყლის უსაფრთხოებას, ასევე მისი გემოსა და ხარისხის გაუმჯობესებას.

რატომ სჭირდება სასმელ წყალს სიღრმისეული ფილტრაცია?

აქ არის მთავარი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ - სასმელ წყალს ყოველთვის სჭირდება სიღრმისეული ფილტრაცია.

ძალიან მარტივი მექანიკური, აქტივირებული ნახშირის ფილტრი ან დოქის ტიპის წყლის ფილტრი:

  • აუმჯობესებს წყლის გემოს;
  • ამცირებს ქლორის რაოდენობას.

მაგრამ ვერ აშორებს:

  • ზედმეტ მარილებს;
  • მძიმე მეტალებს;
  • ნიტრატებს;
  • წყალში გახსნილ მავნე ნაერთებს და ა.შ.

სწორედ ამიტომ, რაც უფრო მეტ წყალს ვსვამთ ყოველდღიურად, მით უფრო აუცილებელია სიღრმისეული წყლის ფილტრი - განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალური წყალმომარაგების ქსელზე სადაც ხშირია ქსელის დაზიანება.

როგორ შევარჩიოთ სასმელი წყლის ფილტრი - პირველი ნაბიჯები

როდესაც ვსვამთ კითხვას - რა არის მნიშვნელოვანი სასმელი წყლის ფილტრის შერჩევისას, პირველ რიგში აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • წყლის წყარო - ცენტრალური წყალმომარაგების ქსელი თუ ჭაბურღილის წყალი;
  • წყლის ბიოლოგიური და ქიმიური შემადგენლობა - ბაქტერიები, ცისტები, მძიმე მეტალები, ნიტრატები და სხვა მინარევები;
  • წყლის გემო და სუნი - ქლორი, ორგანული ნაერთები და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს წყლის გემოვნურ თვისებებზე;
  • წყლის სიხისტე და ნადების წარმოქმნა - კალციუმისა და მაგნიუმის მაღალი შემცველობა, რომელიც იწვევს ნადებს ტექნიკასა და მილებში;
  • წყალში არსებული მინერალიზაციის დონე (TDS) - მინერალების საერთო რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს როგორც წყლის გემოს, ისე მის ბალანსს ორგანიზმისთვის.

სწორედ ამ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, თუ რომელი ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემა იქნება ყველაზე ეფექტური კონკრეტულ წყლისთვის.

სასმელი წყლის ფილტრის ტიპები

აქტივირებული ნახშირის ფილტრი

აქტივირებული ნახშირის ფილტრი წყალს აშორებს:

  • ქლორს და მის ნაერთებს;
  • ორგანულ ნაერთებს;
  • უსიამოვნო სუნს და გემოს;
  • ტრიჰალომეთანებს;
  • ზოგიერთ მძიმე მეტალს.

ეფექტურია როგორც საწყისი (ზედაპირული) ფილტრაცია, არ არის საკმარისი სასმელი წყლის სრულფასოვანი ფილტრაციისთვის.

ულტრაფილტრაციის (UF) წყლის ფილტრი

ულტრაფილტრაციის მემბრანა, ეფექტურად აშორებს წყალში გახსნილ თვალით უხილავ მავნე მინარევებს, წყალს წმენდს 0,01 მიკრონამდე (μm), ამავე დროს ინარჩუნებს მის სასარგებლო მინერალებს.

ულტრაფილტრაცია აჩერებს:

  • ბაქტერიებს (E. coli, Salmonella და სხვა);
  • პარაზიტებს (Giardia, Cryptosporidium);
  • ტალახს, ქვიშას, ჟანგს;
  • კოლოიდურ ნაწილაკებს;
  • წყლის სიმღვრიეს (turbidity).

მინერალები წყალში რჩება, რაც წყალს ბუნებრივ გემოს უნარჩუნებს. იდეალურია მუნიციპალური (ცენტრალური) წყლის გასაფილტრად, ვერ ამცირებს მარილებს და TDS-ს, შესაბამისად არ არის ეფექტური მაღალი მინერალიზაციის წყლისთვის.

უკუოსმოსის წყლის ფილტრი (RO) - სიღრმისეული ფილტრაცია

უკუოსმოსის წყლის ფილტრი არის სასმელი წყლის სიღრმისეული გაფილტვრის ოქროს სტანდარტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყალი წინასწარ არ არის დამუშავებული ან აქვს მაღალი მინერალიზაცია. ის წყალს წმენს 0.0001 მიკრონის (μm) სიზუსტით.

უკუოსმოსის სისტემა წყალს აშორებს:

  • მძიმე მეტალებს;
  • გახსნილ მარილებს და მინერალებს;
  • ნიტრატებს და ნიტრიტებს;
  • ბიოლოგიური დამაბინძურებლებს;
  • ქიმიური მინარევებს;
  • მიკროპლასტიკებს და კოლოიდებს.

სისტემა უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და სტაბილურ სასმელ წყალს, ყოველდღიური მოხმარებისთვის. რეკომენდებულია მინერალიზაციის კარტრიჯთან ერთად, რათა წყალს დაუბრუნდეს სასარგებლო მინერალები. საუკეთესო პასუხია კითხვაზე - როგორ შევარჩიოთ სასმელი წყლის ფილტრი, როდესაც საჭიროა სრული კონტროლი წყლის ხარისხზე.

რატომ არ უნდა ავირჩიოთ წყლის ფილტრი მხოლოდ ფასით?

წყლის ფილტრის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხარისხი, უსაფრთხოება და გრძელვადიანი სარგებელი.

ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:

  • იაფი და არასერთიფიცირებული წყლის ფილტრის არჩევა უცნობი ან არადასტურებული ბრენდისგან;
  • სიღრმისეული ფილტრაციის არარსებობა ან არასაკმარისი სისტემა;
  • მომსახურების, სათადარიგო ნაწილებისა და კარტრიჯების ხელმისაწვდომობის პრობლემა.

წყლის ფილტრი არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არა უბრალოდ აქსესუარი. სწორად შერჩეული სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო წყალს ყოველდღიურად და ამცირებს რისკებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

და მაინც - რატომ არის მნიშვნელოვანი სასმელი წყლის გაფილტვრა?

წყალი ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ წყალს, შესაბამისად, წყლის ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე.

სწორად შერჩეული წყლის ფილტრი და სიღრმისეული ფილტრაცია:

  • იცავს ჯანმრთელობას;
  • ხელს უწყობს მეტაბოლიზმს;
  • უზრუნველყოფს სწორ და ეფექტურ ჰიდრატაციას;
  • აუმჯობესებს ცხოვრების საერთო ხარისხს;
  • გვაძლევს მაქსიმალურად უსაფრთხო სასმელ წყალს ყოველდღიურად.

სწორედ ამიტომ სასმელი წყლის გაფილტვრა არ არის ფუფუნება - ეს არის გონივრული და აუცილებელი არჩევანი ჯანმრთელი ცხოვრებისათვის.