Aquarea – samzareulos onkanidan chikashi chamosxmuli sasmeli wyali, hidratacia da janmrteloba

რა არის ონკანის წყალში

წყალი ჩვენი ორგანიზმის ძირითადი კომპონენტია და მისი სისუფთავე პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ადამიანის სხეულის დაახლოებით 60-70 პროცენტი წყალია. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ონკანის წყალი ოფიციალურად "დასალევად ვარგისია", მაგრამ რა გხვდება რეალურად მასში? ზოგჯერ გარეგნულად სუფთა წყალი შეიძლება საკმაოდ უცნაური და საშიში ნივთიერებებითაც კი იყოს სავსე…

ქლორი და მისი ნაერთები

ქლორი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი სადეზინფექციო საშუალებაა სასმელ წყალში, რადგან ის ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს, რაც ამცირებს ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს, როგორიცაა: დიზენტერია, ქოლერა და სხვა ნაწლავური ინფექციები. თუმცა, როდესაც ქლორი რეაქციაში შედის წყალში არსებულ ორგანულ ნივთიერებებთან, წარმოიქმნება ქლოროვანი ნაერთები, მათ შორის ტრიჰალომეთანები (THMs) და სხვა. ამ ნაერთებს შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, აკნე, თვალებისა და სასუნთქი გზების პრობლემები, თმის გამოშრობა, ალერგიული რეაქციები და გაზარდოს გარკვეული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

მძიმე მეტალები

მძიმე მეტალები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი და კადმიუმი, შეიძლება სასმელ წყალში მოხვდეს მილების კოროზიის, სამრეწველო ნარჩენების ან ბუნებრივი პროცესების შედეგად. ისინი განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის: რეგულარული მიღება იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, თირკმლებისა და ღვიძლის დაზიანებას და ბავშვებში - გონებრივი განვითარების შეფერხებას. ზოგიერთი მძიმე მეტალი, განსაკუთრებით ტყვია, ორგანიზმში გროვდება და შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს, მცირე რაოდენობაც კი საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ეს ნივთიერებები წყალში ხშირად შეუმჩნეველია, არც გემო აქვთ და არც სუნი.

ბაქტერიები და პარაზიტები

სასმელ წყალში შესაძლოა აღმოჩნდეს მავნე მიკროორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერიები (მაგალითად, E. coli), ვირუსები და პარაზიტები (მაგალითად, კრიპტოსპორიდიუმი და გიარდია). ისინი წყალში ხვდება წყალმომარაგების სისტემის დაზიანების ან არასათანადო გაწმენდის შედეგად. ქლორირება უმეტესად ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, მაგრამ ზოგიერთი პარაზიტი ქლორის მიმართ მდგრადია და შეიძლება გადარჩეს. ასეთი მიკროორგანიზმები იწვევს ნაწლავურ ინფექციებს, დიარეას, გულისრევას და ზოგჯერ სერიოზულ გართულებებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებში. ბევრი მათგანი წყალში უხილავია და მხოლოდ სპეციალური ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს.

მექანიკური მინარევები

სასმელ წყალში ხშირად გვხვდება მექანიკური მინარევები - მაგალითად: ქვიშა, თიხა, მტვერი, ჟანგი, ნამსხვრევები და სხვა პატარა მყარი ნაწილაკები. ეს მინარევები წყალში ხვდება მიწის ზედაპირიდან, ძველი მილებიდან, წყალმომარაგების სისტემის დაზიანების ან სარემონტო სამუშაოების შედეგად. მექანიკური მინარევები, როგორ წესი, არ არის ტოქსიკური, მაგრამ ის წყალს მღვრიეს და უსიამოვნოს ხდის. მექანიკური მინარევები აზიანებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ახშობს მილებს და იწვევს წყლის გემოსა და სუნის ცვლილებას, ზოგ შემთხვევაში კი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებასაც.

ონკანის წყალი, რომელიც გარეგნულად სუფთა ჩანს, ხშირად შეიცავს სხვადასხვა მავნე მინარევებს - ქიმიურ ნივთიერებებს, მიკროორგანიზმებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც შეუმჩნევლად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს შეიძლება იყოს ნიტრატები, პესტიციდები, ინდუსტრიული ნარჩენები, მძიმე მეტალები და მავნე ბაქტერიები, რომელთა ნაწილი კანის გაღიზიანებას, ქრონიკულ დაავადებებს ან თუნდაც სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულებში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სიფრთხილე, წყლის ხარისხის კონტროლი და სუფთა წყლის მნიშვნელოვნების გააზრება - რადგან სუფთა წყალი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა

როგორ ვიცავთ თავს ონკანის წყალში არსებული მინარევებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ონკანის წყალი ოფიციალურად კონტროლდება, მისი ხარისხი საბოლოო მოხმარებამდე ხშირად იცვლება და წყალში გვხვდება ბევრი ტიპის მინარევი. სწორედ ამიტომ, ეფექტური და საიმედო გამოსავალი არის სასმელი წყლის ფილტრაციის სისტემების გამოყენება, რომლებიც წყალს ეტაპობრივად ასუფთავებს ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური მინარევებისგან და უზრუნველყოფს უსაფრთხო წყალს ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

ონკანის წყალში შეიძლება იყოს ქლორი და მისი ნაერთები, მძიმე მეტალები, ბაქტერიები, პარაზიტები და მექანიკური მინარევები, როგორიცაა ჟანგი, ქვიშა და სხვა მყარი ნაწილაკები.

მიუხედავად იმისა, რომ ონკანის წყალი ოფიციალურად კონტროლდება, საბოლოო მოხმარებამდე მისი ხარისხი შეიძლება შეიცვალოს და წყალში აღმოჩნდეს სხვადასხვა ტიპის მინარევი, რაც დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს.

დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიული რეაქციები და სხვა ჯანმრთელობის რისკები, განსაკუთრებით ბავშვებში, ორსულებში და მგრძნობიარე ორგანიზმის მქონე ადამიანებში.

მძიმე მეტალები და მავნე მიკროორგანიზმები წყალში ხშირად შეუმჩნეველია, რადგან არც სუნი აქვს და არც გემო, ამიტომ მათი დადგენა ძირითადად სპეციალური წყლის ანალიზით ხდება.

ონკანის წყალში არსებული მინარევებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სასმელი წყლის ფილტრაციის სისტემის გამოყენებაა, რომელიც წყალს ასუფთავებს მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური დაბინძურებისგან.

შესაფერისი წყლის ფილტრი დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, მინარევების ტიპზე და შენს საჭიროებაზე, ამიტომ საუკეთესო არჩევანისთვის მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ფილტრაციის სისტემა.