
BPA-ის გარეშე. უსაფრთხო მასალები. ეკომეგობრული არჩევანი.
ევროპული წარმოება. TÜV სერტიფიცირებული. მინერალების შენარჩუნება.
6-საფეხურიანი ფილტრაცია. სუფთა გემო. მინერალების შენარჩუნება.
გერმანული ხარისხი
6-საფეხურიანი ფილტრაცია (ტუმბოთი)
ხშირად დასმული კითხვები (faq)
რა ტიპის წყლის ფილტრია Platinum Wasser Ultra 6?
Platinum Wasser Ultra 6 არის 6-საფეხურიანი უკუოსმოსის სისტემა, რომელიც წყალს მოლეკულურ დონეზე ფილტრავს. სისტემა აღჭურვილია ელექტროძრავიანი ტუმბოთი, მინერალიზაციის კარტრიჯითა და 12-ლიტრიანი წყლის ავზით.
მუშაობს თუ არა სისტემა დაბალი წყლის წნევის პირობებში?
დიახ, ჩაშენებული ელექტროძრავიანი ტუმბო უზრუნველყოფს სისტემისთვის საჭირო სტაბილურ წნევას, ამიტომ Ultra 6 ეფექტურად მუშაობს დაბალი ან არასტაბილური წყლის წნევის პირობებშიც.
რა მინარევებს აშორებს Platinum Wasser Ultra 6 წყალს?
სისტემა ამცირებს მექანიკურ და ორგანულ მინარევებს, ქლორს, უსიამოვნო გემოსა და სუნს, მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, ნიტრატებს, გახსნილ მარილებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს. უკუოსმოსის მემბრანა მარილებისა და ხსნადი მინარევების 95-99%-მდე მოცილებას უზრუნველყოფს.
ინარჩუნებს თუ არა სისტემა წყალში სასარგებლო მინერალებს?
უკუოსმოსის მემბრანა წყალს ღრმად ასუფთავებს, რის შემდეგაც მეექვსე საფეხურზე მინერალიზაციის კარტრიჯი წყალს კალციუმით, მაგნიუმითა და სხვა სასარგებლო მინერალებით ამდიდრებს, ზრდის pH-ს და აუმჯობესებს გემოს.
რა პერიოდულობით უნდა შეიცვალოს ფილტრის კარტრიჯები?
წინასწარი ფილტრაციისა და InLine კარტრიჯების შეცვლა რეკომენდებულია დაახლოებით 6 თვეში ერთხელ. უკუოსმოსის მემბრანა საშუალოდ 2–3 წელი მუშაობს. ზუსტი ინტერვალი დამოკიდებულია წყლის ხარისხსა და მოხმარების ინტენსივობაზე.
