გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 3

Platinum Wasser Ultra 7 - RO უკუოსმოსის 7 საფეხურიანი სისტემა

Platinum Wasser Ultra 7 - RO უკუოსმოსის 7 საფეხურიანი სისტემა

  • Platinum Wasser
  • გარანტია 2 წელი
  • უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით
რეგულარული ფასი 1,150 GEL
რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი 1,150 GEL
ყიდვა გაყიდულია
მონტაჟი

გერმანიაში წარმოებული მაღალი ხარისხის უკუოსმოსის მოლეკულური ფილტრაციის სისტემა - PLATINUM WASSER ULTRA 7 არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან წყლის ფილტრაციას ხელმისაწვდომ ფასად. ის არა მხოლოდ მოლეკულურ დონეზე წმენდს წყალს, არამედ ბიოკერამიკული ტექნოლოგიით გარდაქმნის მას ენერგიისა და ჯანმრთელობის მთავარ წყაროდ. სისტემა აღჭურვილია საფართოვებელი ავზით, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი წყლის მარაგს და შეუზღუდავ წვდომას სუფთა, ჯანსაღ წყალზე, ჯანმრთელობისთვის საჭირო მინერალური ბალანსით. პროდუქტი სერტიფიცირებულია TÜV-ის (ევროპული წამყვანი ხარისხის კონტროლის ორგანიზაცია) და ISO-ს მიერ. (PLAT-F-ULTRA7-QC)

სრული დეტალების ნახვა

⭐ მთავარი მახასიათებლები

  • გერმანული ხარისხი და ევროპული სტანდარტები
  • BPA - სგან თავისუფალი
  • წარმოებული გერმანიაში
  • ორმაგი დალუქვა გაჟონვის თავიდან ასაცილებლად
  • ISO და TÜV სერთიფიკატები - ევროპული დიზაინი და წარმოება
  • ინარჩუნებს სასარგებლო მინერალებს და ტუტე pH-ს
  • მეტაბოლიზმის გაუმჯობესება და ორგანიზმის გაჯანსაღება
  • ბიოკერამიკული კარტრიჯის მიერ გამოყოფილი FIR სხივები აუმჯობესებს ჰიდრატაციას და იმუნიტეტს

💧 ეს სისტემა წყალს ეფექტურად აშორებს:

  • უსიამოვნო სუნს და გემოს
  • მექანიკურ მინარევებს
  • ორგანულ მინარევებს
  • ქლორს და მის მინარევებს
  • მძიმე მეტალებს (ტყვია, სპილენძი, ვერცხლისწალი და სხვა)
  • პესტიციდებს
  • სარეცხ საშუალებებს
  • ფენოლებს
  • ბაქტერიებსა და ვირუსებს
  • გახსნილ მარილებსა და ნიტრატებს

🫧 ფილტრაციის საფეხურები

პირველი ეტაპი - 5 მიკრონიანი პოლიპროპილენის კარტრიჯი (PLAT-IPP-05)

პირველ ეტაპზე პოლიპროპილენის კარტრიჯი ეფექტურად აშორებს წყალს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებს, ტალახს, მექანიკურ მინარევებს, ყვავილის მტვერს, ნახშირის მტვერს და სხვა მყარ ნაწილაკებს 5 მიკრონის სიზუსტით

მეორე ეტაპი - დაპრესილი აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯი (PLAT-PBLOCK)

მეორე ეტაპზე წყალი იფილტრება დაპრესილი აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯით, რომელიც წყალს ეფექტურად აშორებს ქლორს და მის მავნე ნაერთებს, მექანიკურ მინარევებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებს, ფენოლებს, ტყვიასა და სხვა ტოქსიკურ მძიმე მეტალებს. ასევე ამცირებს წყალში არსებულ ორგანულ მინარევებს, მათ შორის მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებსა და სოკოებს, რაც აუმჯობესებს წყლის გემოსა და სუნს.

მესამე ეტაპი -  1 მიკრონიანი პოლიპროპილენის კარტრიჯი (PLAT-IPP-01)

მესამე ეტაპზე პოლიპროპილენის კარტრიჯი ეფექტურად აშორებს წყალს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებს, ტალახს, მექანიკურ მინარევებს, ყვავილის მტვერს, ნახშირის მტვერს და სხვა მყარ ნაწილაკებს 1 მიკრონის სიზუსტით.

მეოთხე ეტაპი - უკუოსმოსის RO მემბრანა 75 GPD (AC-OM-75)

მეოთხე ეტაპზე უკუოსმოსის მემბრანა, უზრუნველყოფს წყლის ღრმა ფილტრაციას (0.0001 მიკრონის სიზუსთით) და აშორებს 99%-მდე ხსნად მინარევებს, მათ შორის მძიმე მეტალებს, მარილებს, ქლორს, ნიტრატებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს.

მეხუთე ეტაპი - InLine გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (PLAT-ICARB-QC)

მეხუთე ეტაპზე InLine ტიპის კარტრიჯი, რომელიც შეიცავს გრანულირებულ აქტივირებულ ნახშირს. აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს, აშორებს ქლორს, ტყვიასა და ტოქსიკურ მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებს და ფენოლებს.

მეექვსე ეტაპი - InLine ბიოკერამიკული კარტრიჯი (PLAT-IBIO)

მეექვზე ეტაპზე InLine ტიპის ბიოკერამიკული კარტრიჯი შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ბუნებრივი მინერალის - ტურმალინის კერამიკულ გრანულებს, რომლებიც გამოყოფენ შორსმდებარე ინფრაწითელ სხივებს (FIR) და აუმჯობესებენ წყლის თვისებებს. FIR სხივები აძლიერებს წყლის მოლეკულების რეზონანსს, რაც დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის მუშაობაზე, არეგულირებს სხეულის სითხეების ბალანსს და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. ბიოკერამიკული კარტრიჯით დამუშავებული წყალი ეხმარება ორგანიზმს მჟავიანობის დონის შემცირებაში, მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში, სისხლიდან ცხიმებისა და მავნე ქიმიური ნივთიერებების მოცილებაში, ასევე სხეულიდან სხვა მავნე მინარევების გამოდევნაში. RO მემბრანასთან ერთად გამოყენებისას უზრუნველყოფს სუფთა, ჯანსაღ და ბალანსირებულ წყალს. 

მეშვიდე ეტაპი - InLine მინერალიზაციის კარტრიჯი (PLAT-IMIN-QC)

მეშვიდე ეტაპზე InLine მინერალიზაციის კარტრიჯი შეიცავს ბუნებრივ მინერალიზატორ დოლომიტს, რომელიც ამდიდრებს წყალს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალებით, მათ შორის კალციუმით, მაგნიუმით და ნატრიუმით. ზრდის pH-ს და აუმჯობესებს გაფილტრული წყლის გემოს, აღადგენს მის ბუნებრივ მინერალურ ბალანსს. 

ზომები: 400 x 360 x 150 მმ

სამუშაო ტემპერატურა: 2 - 38ºC

სამუშაო წნევა: 2.2 - 6.0 ბარი

მაქსიმალური წყლის მარილიანობა (TDS): 1500 ppm

წყლის pH-ის დასაშვები დიაპაზონი: 2 - 11

მაქსიმალური ქლორის შემცველობა: 0.3 ppm

მარილების მოცილების ხარისხი: 95 - 99%

გამტარობა: 75 GPD (≈ 284 ლ/დღე ან ≈ 11.8 ლ/საათი)

წყლის ავზის მოცულობა: 12 ლიტრი