კოლექცია: ულტრაიისფერი (UV) წყლის ფილტრები

ულტრაიისფერი (UV) ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ფილტრაციას ძლიერი ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ ბაქტერიებს, ვირუსებსა და სხვა მიკროორგანიზმებს. ეს არის ქიმიკატების გარეშე მოქმედი ბუნებრივი მეთოდი, რომელიც არ ცვლის წყლის გემოსა და შემადგენლობას. UV ფილტრი განსაკუთრებით საჭიროა მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკის შემთხვევაში - მაგალითად, როდესაც წყალი გროვდება ავზში, მოდის ჭაბურღილიდან და ა.შ.