გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
1 დან 3

Platinum Wasser Ultra 5 - RO უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა

Platinum Wasser Ultra 5 - RO უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა

  • Platinum Wasser
  • გარანტია 2 წელი
  • უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით
რეგულარული ფასი 750 GEL
რეგულარული ფასი გასაყიდი ფასი 750 GEL
ყიდვა გაყიდულია
მონტაჟი

გერმანიაში წარმოებული მაღალი ხარისხის უკუოსმოსის მოლეკულური ფილტრაციის სისტემა - PLATINUM WASSER ULTRA 5 არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან წყლის ფილტრაციას ხელმისაწვდომ ფასად. სისტემა აღჭურვილია საცავი ავზით, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ხელმისაწვდომობას სუფთა და უვნებელ წყალზე. RO მემბრანა წყალს მოლეკულურ დონეზე წმენდს, აშორებს მინარევებს, ბაქტერიებს, მძიმე მეტალებს და მინერალებს, რის შედეგადაც მიიღება დაბალი მინერალიზაციის, ნეიტრალური გემოს მქონე წყალი. პროდუქტი სერტიფიცირებულია TÜV-ის (ევროპული წამყვანი ხარისხის კონტროლის ორგანიზაცია) და ISO-ს მიერ. (PLAT-F-ULTRA5-QC)

სრული დეტალების ნახვა

მთავარი მახასიათებლები

  • გერმანული ხარისხი და ევროპული სტანდარტები
  • BPA-სგან თავისუფალი მასალები
  • წარმოებულია გერმანიაში
  • ორმაგი დალუქვა გაჟონვის თავიდან ასაცილებლად
  • ISO და TÜV სერთიფიკატები - ევროპული დიზაინი და წარმოება
  • სამეტაპიანი წინასწარი ფილტრაცია მაქსიმალური დაცვისთვის
  • მაღალი ხარისხის უკუოსმოსის მემბრანა - მოლეკულურ დონეზე ფილტრაცია

💧 ეს სისტემა წყალს ეფექტურად აშორებს:

  • უსიამოვნო სუნს და გემოს
  • მექანიკურ მინარევებს
  • ორგანულ მინარევებს
  • ქლორს და მის მინარევებს
  • მძიმე მეტალებს (ტყვია, სპილენძი, ვერცხლისწალი და სხვა)
  • პესტიციდებს
  • სარეცხ საშუალებებს
  • ფენოლებს
  • ბაქტერიებსა და ვირუსებს
  • გახსნილ მარილებსა და ნიტრატებს

🫧 ფილტრაციის საფეხურები

პირველი ეტაპი - 5 მიკრონიანი პოლიპროპილენის კარტრიჯი (PLAT-IPP-05)

პირველ ეტაპზე პოლიპროპილენის კარტრიჯი ეფექტურად აშორებს წყალს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებს, ტალახს, მექანიკურ მინარევებს, ყვავილის მტვერს, ნახშირის მტვერს და სხვა მყარ ნაწილაკებს 5 მიკრონის სიზუსტით

მეორე ეტაპი - დაპრესილი აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯი (PLAT-PBLOCK)

მეორე ეტაპზე წყალი იფილტრება დაპრესილი აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯით, რომელიც წყალს ეფექტურად აშორებს ქლორს და მის მავნე ნაერთებს, მექანიკურ მინარევებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებს, ფენოლებს, ტყვიასა და სხვა ტოქსიკურ მძიმე მეტალებს. ასევე ამცირებს წყალში არსებულ ორგანულ მინარევებს, მათ შორის მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებსა და სოკოებს, რაც აუმჯობესებს წყლის გემოსა და სუნს.

მესამე ეტაპი -  1 მიკრონიანი პოლიპროპილენის კარტრიჯი (PLAT-IPP-01)

მესამე ეტაპზე პოლიპროპილენის კარტრიჯი ეფექტურად აშორებს წყალს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებს, ტალახს, მექანიკურ მინარევებს, ყვავილის მტვერს, ნახშირის მტვერს და სხვა მყარ ნაწილაკებს 1 მიკრონის სიზუსტით.

მეოთხე ეტაპი - უკუოსმოსის RO მემბრანა 75 GPD (AC-OM-75)

მეოთხე ეტაპზე უკუოსმოსის მემბრანა, უზრუნველყოფს წყლის ღრმა ფილტრაციას (0.0001 მიკრონის სიზუსთით) და აშორებს 99%-მდე ხსნად მინარევებს, მათ შორის მძიმე მეტალებს, მარილებს, ქლორს, ნიტრატებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს.

მეხუთე ეტაპი - InLine გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (PLAT-ICARB-QC)

მეხუთე ეტაპზე InLine ტიპის კარტრიჯი, რომელიც შეიცავს გრანულირებულ აქტივირებულ ნახშირს. აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს, აშორებს ქლორს, ტყვიასა და ტოქსიკურ მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებს და ფენოლებს.

ზომები: 400 x 360 x 150 მმ

სამუშაო ტემპერატურა: 2 - 38ºC

სამუშაო წნევა: 2.2 - 6.0 ბარი

მაქსიმალური წყლის მარილიანობა (TDS): 1500 ppm

წყლის pH-ის დასაშვები დიაპაზონი: 2 - 11

მაქსიმალური ქლორის შემცველობა: 0.3 ppm

მარილების მოცილების ხარისხი: 95 - 99%

გამტარობა: 75 GPD (≈ 284 ლ/დღე ან ≈ 11.8 ლ/საათი)

წყლის ავზის მოცულობა: 12 ლიტრი