



⭐ მთავარი მახასიათებლები
- პრემიუმ კლასის მრავალსაფეხურიანი ფილტრაცია
- BPA - სგან თავისუფალი
- წარმოებული გერმანიაში
- ორმაგი “O” ფორმის რეზინის დალუქვა
- ISO და TÜV სერთიფიკატები - ევროპული დიზაინი და წარმოება
- სწრაფი შეცვლის სისტემა - ფილტრების მარტივი შეცვლა სპეციალური გასაღების გარეშე
- ინარჩუნებს სასარგებლო მინერალებს
💧 ეს სისტემა წყალს ეფექტურად აშორებს:
- უსიამოვნო სუნს და გემოს
- მექანიკურ მინარევებს
- ორგანულ მინარევებს
- ქლორს და მის მინარევებს
- მძიმე მეტალებს (ტყვია, სპილენძი, ვერცხლისწალი და სხვა)
- პესტიციდებს
- კოლოიდებს
- ბაქტერიებს
- ვირუსებს
🫧 ფილტრაციის საფეხურები
პირველი ეტაპი - გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (AC-GAC-10-NL)
პირველ ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. აშორებს ორგანულ და მექანიკურ მინარევებს, ქლორს, ტყვიას, ტოქსიკურ მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს.
მეორე ეტაპი - პოლიპროპილენის ძაფით დამზადებული კარტრიჯი (AC-PP-10-5-NL)
მეორე ეტაპზე წყალი იფილტრება პოლიპროპილენის ძაფით დამზადებული კარტრიჯით, რომელიც, სტანდარტული პოლიპროპილენისგან განსხვავებით, წყალს ეფექტურად აშორებს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებს და სხვა მყარ მინარევებს
მესამე ეტაპი - ერთ კარტრიჯში გაერთიანებული დაპრესილი ნახშირის ბლოკი და ულტრაფილტრაციის მემბრანა (AC-CTO-HF-10-NL)
- დაპრესილი ნახშირის ბლოკი - ეფექტურად აშორებს ორგანულ მინარევებს (მიკროორგანიზები, ბაქტერიები, სოკოები), მექანიკურ მინარევებს, ქლორს, ტყვიას და სხვა ტოქსიკურ მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებს და ფენოლებს.
- ულტრაფილტრაციის მემბრანა - წყალს აშორებს ბაქტერიებს, მიკროორგანიზმებს, მაღალი მოლეკულური წონის ნივთიერებებს, კოლოიდურ მასალებსა და ორგანულ თუ არაორგანულ პოლიმერულ მოლეკულებს 0.01 მიკრონამდე სიზუსტით. ულტრაფილტრაციის მემბრანაში გავლის შემდეგ წყალი ინარჩუნებს ჯანმრთელობისთვის საჭირო მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და ნატრიუმი
სამუშაო ტემპერატურა: 2 - 38ºC
მაქსიმალური სამუშაო წნევა: 6 ბარი
ზომები: 340 x 260 x 90 მმ
ცვლადი კარტრიჯების საოპერაციო ლიმიტი: 11.000 ლიტრი ან 6 თვე
ფილტრაციის სიზუსტე: 0,1 მიკრონი
წყლის ნაკადი: 3.8 ლ/წთ