



⭐ მთავარი მახასიათებლები
- პრემიუმ კლასის ცხრა საფეხურიანი ფილტრაცია
- BPA - სგან თავისუფალი
- წარმოებული გერმანიაში
- ორმაგი “O” ფორმის რეზინის დალუქვა
- ISO და TÜV სერთიფიკატები - ევროპული დიზაინი და წარმოება
- სწრაფი შეცვლის სისტემა - ფილტრების მარტივი შეცვლა სპეციალური გასაღების გარეშე
- არეგულირებს გაფილტრული წყლის pH-ს და ინარჩუნებს სასარგებლო მინერალებს
- ხელს უწყობს ორგანიზმის სრულფასოვან ჰიდრატაციას და ტვინის ოპტიმალურ მუშაობას
- აძლიერებს ანტიოქსიდანტურ დაცვას, ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას და ორგანიზმის გაჯანსაღებას
- აღადგენს წყლის ბუნებრივ სტრუქტურას და ანიჭებს მას ენერგეტიკულ და სიცოცხლისუნარიან თვისებებს
- აძლიერებს ორგანიზმის თვითგაწმენდის უნარს
💧 ეს სისტემა წყალს ეფექტურად აშორებს:
- უსიამოვნო სუნს და გემოს
- მექანიკურ მინარევებს
- ორგანულ მინარევებს (მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, სოკოები)
- ქლორს და მის მინარევებს
- მძიმე მეტალებს (ტყვია, სპილენძი, ვერცხლისწყალი და სხვა ტოქსიკური მეტალები)
- პესტიციდებსა და ჰერბიციდებს
- სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს
- ბაქტერიებსა და ვირუსებს
- გახსნილ მარილებსა და ნიტრატებს
- მავნე აქტიურ ნაწილაკებს (განსაკუთრებით ჰიდროქსილურ რადიკალებს)
🫧 ფილტრაციის საფეხურები
პირველი ეტაპი - InLine წყლის სტრუქტურიზატორი კარტრიჯი (AC-IL-GRD-S)
პირველ ეტაპზე - InLine ტიპის წყლის სტრუქტურიზატორი კარტრიჯი აღადგენს წყლის სტაბილურ შიდა სტრუქტურას და დადებითად ცვლის მის მიკრობიოლოგიურ და ფიზიკურ თვისებებს. სტრუქტურიზებული წყლის გამოყენება ხელს უწყობს წყლის თვისებების გაუმჯობესებას, მათ შორის: რეგენერაციის უნარის ზრდას, თვითგაწმენდის უნარის გაძლიერებას, მდგრადობისა და გამძლეობის მომატებას, წყლის სიმტკიცისა და რადიოაქტიურობის შემცირებას, ასევე ნაკადის და შეღწევადობის გაუმჯობესებას.
მეორე ეტაპი - მძიმე ნადების კარტრიჯი 20 მიკრონი (AC-PS-10-20-NL)
მეორე ეტაპზე მძიმე ნადების კარტრიჯი 20 მიკრონის სიზუსტით წყალს ეფექტურად აშორებს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებსა და სხვა მყარ მინარევებს. კარტრიჯი დამზადებულია NewLine-ის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ორი საფეხურის ფილტრაციას აერთიანებს: პოლიპროპილენის ძაფისა და Meltblown ტექნოლოგიით დამზადებული პოლიპროპილენის ფილტრის კომბინაცია უზრუნველყოფს ეფექტურ წყლის წმენდას.
მესამე ეტაპი - გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (AC-GAC-10-NL)
მესამე ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის ფილტრი აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. აშორებს ორგანულ და მექანიკურ მინარევებს, ქლორს, ტყვიას, ტოქსიკურ მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს.
მეოთხე ეტაპი - მძიმე ნადების კარტრიჯი 5 მიკრონი (AC-PS-10-5-NL)
მეოთხე ეტაპზე მძიმე ნადების კარტრიჯი 5 მიკრონის სიზუსტით წყალს ეფექტურად აშორებს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებსა და სხვა მყარ მინარევებს. კარტრიჯი დამზადებულია NewLine-ის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ორი საფეხურის ფილტრაციას აერთიანებს: პოლიპროპილენის ძაფისა და Meltblown ტექნოლოგიით დამზადებული პოლიპროპილენის ფილტრის კომბინაცია უზრუნველყოფს ეფექტურ წყლის წმენდას.
მეხუთე ეტაპი - უკუოსმოსის RO მემბრანა 75 GPD (AC-OM-75)
მეხუთე ეტაპზე უკუოსმოსის მემბრანა, უზრუნველყოფს წყლის ღრმა ფილტრაციას (0.0001 მიკრონის სიზუსტით) და აშორებს 99%-მდე ხსნად მინარევებს, მათ შორის მძიმე მეტალებს, მარილებს, ქლორს, ნიტრატებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მეექვსე ეტაპი - InLine გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (AC-IL-GAC)
მეექვსე ეტაპზე InLine გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი, აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. აშორებს ორგანულ და მექანიკურ მინარევებს, ქლორს, ტყვიას, ტოქსიკურ მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს.
მეშვიდე ეტაპი - InLine მინერალიზაციის კარტრიჯი (AC-IL-DLM)
მეშვიდე ეტაპზე InLine მინერალიზაციის კარტრიჯი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ მინერალიზატორ დოლომიტს, ამდიდრებს წყალს სასარგებლო მინერალებით, ზრდის pH-ს და აუმჯობესებს გაფილტრული წყლის გემოს.
მერვე ეტაპი - InLine ბიოკერამიკული კარტრიჯი (AC-IL-BIO)
მერვე ეტაპზე InLine ტიპის ბიოკერამიკულ კარტრიჯში დამუშავებული წყლის გამოყენება ხელს უწყობს წყლის თვისებების გაუმჯობესებას, მათ შორის: ორგანიზმში მჟავიანობის შემცირებას, მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, სისხლიდან ტოქსინების, ცხიმებისა და მავნე ქიმიური ნივთიერებების მოცილებას, ასევე სხვა მინარევების გამოდევნას სხეულიდან. ბიოკერამიკული კარტრიჯი შეიცავს ბუნებრივი მინერალის - ტურმალინის კერამიკულ გრანულებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს წყლისა და ორგანული მოლეკულების ურთიერთქმედებაზე. (AC-IL-BIO)
მეცხრე ეტაპი - InLine ანტიოქსიდანტური REDOX კარტრიჯი (AC-BIL-H2.ORP.PH)
მეცხრე ეტაპზე InLine ტიპის REDOX კარტრიჯი ამდიდრებს წყალს მოლეკულური წყალბადით, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ეხმარება მავნე რადიკალების ნეიტრალიზებაში. ასეთი წყალი იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, აუმჯობესებს ორგანიზმის ენერგიას და ზოგად ტონუსს. REDOX პროცესის შედეგად წყალს ეძლევა უარყოფითი რედოქს პოტენციალი და ტუტე pH, რაც უკეთესად შეიწოვება და ეხმარება სხეულს ჰიდრატაციაში.
სიმაღლე: 480 მმ
სიგანე: 360 მმ
სამუშაო ტემპერატურა: 2 - 38ºC
სამუშაო წნევა: 2.8 - 6.0 ბარი
მაქსიმალური წყლის მარილიანობა (TDS): 1500 ppm
წყლის pH-ის დასაშვები დიაპაზონი: 2 - 11 pH
მაქსიმალური ქლორის შემცველობა: 2.0 ppm
მარილების მოცილების ხარისხი: 95 - 99%
გამტარობა: 75 GPD (≈ 284 ლ/დღე ან ≈ 11.8 ლ/საათი)