



⭐ მთავარი მახასიათებლები
- პრემიუმ კლასის ცხრა საფეხურიანი ფილტრაცია
- BPA - სგან თავისუფალი
- წარმოებული გერმანიაში
- ორმაგი “O” ფორმის რეზინის დალუქვა
- ISO და TÜV სერთიფიკატები - ევროპული დიზაინი და წარმოება
- სწრაფი შეცვლის სისტემა - ფილტრების მარტივი შეცვლა სპეციალური გასაღების გარეშე
- არეგულირებს გაფილტრული წყლის pH-ს და ინარჩუნებს სასარგებლო მინერალებს
- ხელს უწყობს ორგანიზმის სრულფასოვან ჰიდრატაციას და ტვინის ოპტიმალურ მუშაობას
- აძლიერებს ანტიოქსიდანტურ დაცვას, ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას და ორგანიზმის გაჯანსაღებას
- აღადგენს წყლის ბუნებრივ სტრუქტურას და ანიჭებს მას ენერგეტიკულ და სიცოცხლისუნარიან თვისებებს
- აძლიერებს ორგანიზმის თვითგაწმენდის უნარს
💧 ეს სისტემა წყალს ეფექტურად აშორებს:
- უსიამოვნო სუნს და გემოს
- მექანიკურ მინარევებს
- ორგანულ მინარევებს (მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, სოკოები)
- ქლორს და მის მინარევებს
- მძიმე მეტალებს (ტყვია, სპილენძი, ვერცხლისწყალი და სხვა ტოქსიკური მეტალები)
- პესტიციდებსა და ჰერბიციდებს
- სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს
- ბაქტერიებსა და ვირუსებს
- გახსნილ მარილებსა და ნიტრატებს
- მავნე აქტიურ ნაწილაკებს (განსაკუთრებით ჰიდროქსილურ რადიკალებს)
🫧 ფილტრაციის საფეხურები
პირველი ეტაპი - მძიმე ნადების კარტრიჯი 20 მიკრონი (AC-PS-10-20-NL)
პირველ ეტაპზე - მძიმე ნადების კარტრიჯი 20 მიკრონის სიზუსტით წყალს ეფექტურად აშორებს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებსა და სხვა მყარ მინარევებს. კარტრიჯი დამზადებულია NewLine-ის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ორი საფეხურის ფილტრაციას აერთიანებს: პოლიპროპილენის ძაფისა და Meltblown ტექნოლოგიით დამზადებული პოლიპროპილენის ფილტრის კომბინაცია უზრუნველყოფს ეფექტურ წყლის წმენდას.
მეორე ეტაპი - გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (AC-GAC-10-NL)
მეორე ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის ფილტრი აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. აშორებს ორგანულ და მექანიკურ მინარევებს, ქლორს, ტყვიას, ტოქსიკურ მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს.
მესამე ეტაპი - მძიმე ნადების კარტრიჯი 5 მიკრონი (AC-PS-10-5-NL)
მესამე ეტაპზე მძიმე ნადების კარტრიჯი 5 მიკრონის სიზუსტით წყალს ეფექტურად აშორებს ქვიშას, ჟანგს, მილებში დაგროვებულ ნადებსა და სხვა მყარ მინარევებს. კარტრიჯი დამზადებულია NewLine-ის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ორი საფეხურის ფილტრაციას აერთიანებს: პოლიპროპილენის ძაფისა და Meltblown ტექნოლოგიით დამზადებული პოლიპროპილენის ფილტრის კომბინაცია უზრუნველყოფს ეფექტურ წყლის წმენდას.
მეოთხე ეტაპი - უკუოსმოსის RO მემბრანა 75 GPD (AC-OM-75)
მეოთხე ეტაპზე უკუოსმოსის მემბრანა, უზრუნველყოფს წყლის ღრმა ფილტრაციას (0.0001 მიკრონის სიზუსტით) და აშორებს 99%-მდე ხსნად მინარევებს, მათ შორის მძიმე მეტალებს, მარილებს, ქლორს, ნიტრატებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მეხუთე ეტაპი - InLine გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი (AC-IL-GAC)
მეხუთე ეტაპზე InLine გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი, აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. აშორებს ორგანულ და მექანიკურ მინარევებს, ქლორს, ტყვიას, ტოქსიკურ მეტალებს, პესტიციდებს, სარეცხ საშუალებებსა და ფენოლებს.
მეექვსე ეტაპი - InLine მინერალიზაციის კარტრიჯი (AC-IL-DLM)
მეექვსე ეტაპზე InLine მინერალიზაციის კარტრიჯი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ მინერალიზატორ დოლომიტს, ამდიდრებს წყალს სასარგებლო მინერალებით, ზრდის pH-ს და აუმჯობესებს გაფილტრული წყლის გემოს.
მეშვიდე ეტაპი - InLine ბიოკერამიკული კარტრიჯი (AC-IL-BIO)
მეშვიდე ეტაპზე InLine ტიპის ბიოკერამიკულ კარტრიჯში დამუშავებული წყლის გამოყენება ხელს უწყობს წყლის თვისებების გაუმჯობესებას, მათ შორის: ორგანიზმში მჟავიანობის შემცირებას, მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, სისხლიდან ტოქსინების, ცხიმებისა და მავნე ქიმიური ნივთიერებების მოცილებას, ასევე სხვა მინარევების გამოდევნას სხეულიდან. ბიოკერამიკული კარტრიჯი შეიცავს ბუნებრივი მინერალის - ტურმალინის კერამიკულ გრანულებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს წყლისა და ორგანული მოლეკულების ურთიერთქმედებაზე.
სიმაღლე: 480 მმ
სიგანე: 360 მმ
სამუშაო ტემპერატურა: 2 - 38ºC
სამუშაო წნევა: 2.8 - 6.0 ბარი
მაქსიმალური წყლის მარილიანობა (TDS): 1500 ppm
წყლის pH-ის დასაშვები დიაპაზონი: 2 - 11 pH
მაქსიმალური ქლორის შემცველობა: 2.0 ppm
მარილების მოცილების ხარისხი: 95 - 99%
გამტარობა: 75 GPD (≈ 284 ლ/დღე ან ≈ 11.8 ლ/საათი)