წყალი, ჯამრთელობის ელექსირი

წყალი, ჯამრთელობის ელექსირი

რატომ არის საჭირო სწორი ჰიდრატაციისთვის სუფთა წყალი?

წყალი ჩვენი სხეულის საწყისიცაა და ყოველდღიური ენერგიის მთავარი წყაროც. იგი გამოიყენება არამარტო წყურვილის დასაკმაყოფილებლად, არამედ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესში. ამიტომ, რაც უფრო ვიაზრებთ წყლის მნიშვნელობას, უფრო მეტად ვცდილობთ გავერკვეთ მის სიჯანსაღეში და გვებადება კითხვა: ვსვამთ კი ისეთ წყალს, როგორიც ჩვენს სხეულს გამართულად ფუნქციონირებაში სჭირდება?

რატომ არის წყალი შეუცვლელი?

  • წყალი წარმოადგენს ჩვენი სხეულის დაახლოებით 60 - 70% - ს;
  • მონაწილეობს უჯრედების გაწმენდაში და დეტოქსიკაციაში;
  • უზრუნველყოფს ტვინის, კუნთებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებას;
  • არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
  • აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს და ეხმარება შინაგან ორგანოებს სრულყოფილ ფუნქციონირებაში.

მაგალითად: თუნდაც მცირე დეჰიდრატაცია (წყლის ნაკლებობა) ამცირებს კონცენტრაციას, ამძიმებს ტვინის მუშაობას და აქვეითებს ენერგიას. სწორი ჰიდრატაცია კი აუმჯობესებს ძილს, საჭმლის მონელებას და იმუნურ სისტემას. მაგრამ - ყოველთვის სუფთაა ის წყალი, რასაც ვსვამთ? საერთოდ არ არის საკმარისი, რომ წყალი “გამჭვირვალეა”, “თვალისთვის სუფთაა” ან “გემრიელია”.

💧 ონკანის წყალში გვხვდება:

ქლორი - გამოიყენება დეზინფექციისთვის, მაგრამ ის ორგანიზმში ასევე ანადგურებს ადამიანისთვის საჭირო უჯრედებს. ქლორს შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, აკნე, თვალებისა და სასუნთქი გზების პრობლემები, თმის გამოშრობა, ალერგიული რეაქციები და გაზარდოს გარკვეული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

მძიმე მეტალები (ტყვია, რკინა, მანგანუმი) - დიდი ხნით ილექება ორგანიზმში და იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას, თირკმლისა და ღვიძლის პრობლემებს, იმუნიტეტის დასუსტებას, ბავშვებში - ზრდისა და განვითარების შეფერხებას, ხოლო ხანგრძლივი ზემოქმედებისას ქრონიკულ და ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

ორგანული ნაერთები - იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, კანის ალერგიულ რეაქციებს, ნერვული სისტემის დარღვევებსა და ჰორმონალურ დისბალანსს. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც წყალში არსებული ორგანული ნაერთები რეაქციაში შედის ქლორთან, ამ დროს წარმოიქმნება ქლორამინები და ტრიჰალომეთანები (THMs ცნობილია როგორც ძლიერი კანცეროგენი). ტრიჰალომეთანები არის ქლორით დამუშავებული წყლის ყველაზე საშიში გვერდითი მოვლენა, ისინი პირდაპირ კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებთან.

ბიოლოგიური დაბინძურება (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები) - იწვევს ინფექციურ დაავადებებს, კუჭ-ნაწლავის მწვავე დარღვევებს, დიარეას, მოწამვლას და ზოგ შემთხვევაში მძიმე ეპიდემიურ გავრცელებას. პარაზიტები, როგორებიცაა: Giardia და Cryptosporidium განსაკუთრებით მდგრადია ქლორზე და უმეტეს შემთხვევაში წყალში რჩება დეზინფექციის შემდეგ.

მექანიკური მინარევები (ქვიშა, ნალექი, მტვერი) - წყალს აძლევს მღვრიე ფერსა და უსიამოვნო გემოსს, აზიანებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, იწვევს მილების გაჭედვას და წყლის წნევის ვარდნას. ძირითადად ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საშიშია, კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას ზოგჯერ იწვევს მის გაღიზიანებას.

 შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორი ჰიდრატაცია მხოლოდ წყლის რაოდენობა არ არის - ის იწყება სუფთა, უსაფრთხო წყლით. თუ სასმელი წყალი შეიცავს მიკრობებსა და ქიმიურ მინარევებს, ჰიდრატაცია ვერ იძლევა იმ სარგებელს, რასაც ველით: იზრდება კუჭ–ნაწლავის, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების დარღვევების, ასევე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების რისკი. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით აუცილებელი წინაპირობაა, რადგან დაბინძურებული წყალი პირდაპირ კავშირშია ინფექციურ დაავადებებთან. ქლორით დამუშავებისას წყალში არსებული ორგანული ნაერთები წარმოქმნის საშიშ ნაერთებს (მაგ., ტრიჰალომეთანებს), რომლებიც მრავალ კვლევაში ასოცირდება განსაკუთრებით შარდის ბუშტის კიბოს გაზრდილ რისკთან; ამავე დროს, ქლორის „სტანდარტული“ დოზები ვერც ზოგ პარაზიტს (Giardia, Cryptosporidium) აშორებს სრულად, რის გამოც ფიზიკური მოცილება/დამატებითი მეთოდი აუცილებელია.

 სუფთა და გაფილტრული წყალი ნიშნავს ნამდვილ ჰიდრატაციას - ენერგიას, კოგნიტიურ სიზუსტესა და სხეულის, როგორ ერთიანი სისტემის გამართულ მუშაობას.